ველოსიპედი – „ეპიზოდი”

1910 წლის გაზაფხულზე რუსეთის ევროპულ ნაწილში განთავსებული ქალაქ სიმბირსკის (თანამედროვე ულიანოვსკი) ხელისუფლებამ ერთობ უცნაური სახის გადასახადი დააწესა ისეთ შესანიშნავ, პრაქტიკულ და უსაფრთხო ორბორბლიან მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, როგორიც არის – ველოსიპედი. (ავტორი გენია.ჯი) უპირველეს ყოვლისა, იმისათვის რომ ველოსიპედით ქალაქში გადაადგილების უფლება მიეღოთ, მსურველებს სიმბირსკის ბიუჯეტში 50 კაპიკი უნდა შეეტანათ. აღნიშნული თანხის შეტანის შემდგომ გაიცემოდა ველოსიპედის მართვის მოწმობა და სანომრე ნიშანი. ერთ-ერთი წინაპირობა იყო ისიც, რომ სანომრე ნიშანი სხეულზე ჩამოკიდებული უნდა ეტარებინა ველოსიპედის მფლობელს. გარდა ამისა, ველოსიპედით გადაადგილება აკრძალული იყო ქალაქში არსებულ პარკებში, ბაღებში, საფეხმავლო გზებზე და ასე შემდეგ. დიდი ჯარიმა უწესდებოდა იმათაც, ვინც ჯგუფურად გადაადგილდებოდა ველოსაპედებით, რადგან ქალაქში ჯგუფურად ველოსიპედებით გადაადგილება უსაფრთხოების დაცვის ნორმებიდან გამომდინარე კატეგორიულად იყო აკრძალული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>