პრინცესა ანა – „ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის – ელისაბედ II-ის ერთადერთი ქალიშვილი – პრინცესა ანა, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისაგან განსხვავებით, არასოდეს უწვდის ხელს ჩამოსართმევად ქუჩაში შეკრებილ პუბლიკას. (ავტორი გენია.ჯი) ეს უცნაური და, შეიძლება ითქვას, არაეთიკური, ქედმაღლური თვისება პრინცესამ დიდი ხნის წინ გამოიმუშავა. მან საკუთარ თავს ახალგაზრდულ წლებში აღუთქვა, რომ არასოდეს ჩამოართმევდა ხელს ქუჩაში შეკრებილ უბრალო მოქალაქეებს და ამ პრინციპს იგი ყოველთვის ზედმიწევნით იცავს. დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მედია დაედგინა, რა იყო მიზეზი პრინცესას ასეთი უცნაური საქციელისა, თუმცა უშედეგოდ.
რამდენიმე ხნის წინ ბრიტანულმა ტელევიზიამ აჩვენა მცირე სიუჟეტის მქონე ინტერვიუ ელისაბედის ქალიშვილთან, სადაც პრინცესამ განმარტა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ართმევს ის ხელს ქუჩაში შეკრებილ ჩვეულებრივ ადამიანებს. „სიმართლე რომ ითქვას, არასოდეს არა ვართ ვალდებული ვინმეს ხელი გავუწოდოთ ჩამოსართმევად. ჩემი თეორია ასეთია: ქუჩაში შეკრებილი პუბლიკის ყველა წარმომადგენელზე ხელის ჩამორთმევა შეუძლებელია. ერთს რომ ჩამოართმევ, მეორეს გული წყდება. იმისათვის რომ არავის არ დაწყვეტოდა გული, გადავწყვიტე, რომ არავისთვის აღარ ჩამომერთვა ხელი. თუმცა, როგორც ვხედავ, ჩემგან განსხვავებით, სხვები უგულებელყოფენ ამ წესს”. – (ავტორი გენია.ჯი)