ალუმინი – „ეპიზოდი”
ოფიციალური ვერსიის თანახმად, მენდელეევის პერიოდული სისტემის მესამე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი – ალუმინი, რომელიც განეკუთვნება მსუბუქი ლითონების ჯგუფს, პირველად მიღებული იქნა სახელოვანი დანიელი ფიზიკოსისა და სწავლულის – ჰანს კრისტიან ერსტედის მიერ 1825 წელს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა არსებობს არაოფიციალური ვერსიაც, რომელიც ამ უნიკალური მახასიათებლების მქონე ლითონის წარმოშობის შესახებ აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას გვაწვდის. კერძოდ: ახ. წ.აღ-ით I საუკუნეში რომის იმპერატორთან – ტიბერიუსთან ერთი ადგილობრივი იუველირი გამოცხადდა, რომელმაც მმართველს საჩუქრად იმ პერიოდში ყველასათვის უცნობი მეტალისაგან – ალუმინისაგან დამზადებული ძალიან მსუბუქი თეფში გადასცა. ტიბერიუსი თეფშის სიმსუბუქემ ერთობ განაცვიფრა და აღაფრთოვანა. თუმცა, როდესაც კლავდიუსმა იუველირს ჰკითხა, რა მეტალისაგან იყო იგი დამზადებული, მისგან პასუხად მიიღო, რომ „ეს მხოლოდ მან და ღმერთებმა იცოდნენ”. იმპერატორის დადებითი დამოკიდებულება ახალი მეტალისადმი მალევე შეიცვალა, რადგან ტიბერიუსმა ივარაუდა, რომ ალუმინის ხალხთა ფართო მასებში გავრცელება უკიდურესად გააუფასურებდა ოქროსა და ვერცხლის ღირებულებას. შედეგად, იუველირმა კლავდიუსისაგან შექებისა და წახალისების ნაცვლად მისი საშინელი რისხვა დაიმსახურა. ტიბერიუსის ბრძანებით ინოვაციური პროდუქტის შემოქმედი რომაელი იუველირი სიკვდილით იქნა დასჯილი, რათა მას არავისთვის გაენდო ის საშინელი საიდუმლო, რომელსაც იგი ფლობდა. და მართლაც, მრავალი საუკუნის განმავლობაში ალუმინის შესახებ ადამიანებისათვის ცნობილი არაფერი იყო. მითუმეტეს რომ, ბუნებაში იგი მეტალის სახით არასოდეს მოიპოვებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰანს კრისტიან ერსტედი