ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი – „ეპიზოდი”
„ – ერთმა ამერიკელმა, ოგდენ რუდმა წიგნი დაწერა ფერების გარდატეხაზე. ჩემის აზრით, ჰელმჰოლცის და შევრალის შემდეგ ეს უდავოდ პროგრესული ნაბიჯია, თუმცა სუპერვილის შრომების დონემდე ვერ აღწევს. თქვენთვის სასარგებლო იქნებოდა იმისი წაკითხვა”. – ასეთი რჩევა მისცა ნეოიმპრესიონიზმის ფუძემდებელმა და ფერწერაში ამ უდიდესი მიმდინარეობის ლიდერმა, ფრანგმა მხატვარმა – ჟორჟ სიორამ გენიალურ ფრანგ ფერმწერსა და გრავიორს - ანრი დე ტულუზ-ლოტრეკს (1864-1901 წლები). (ავტორი გენია.ჯი) გრაფიტის ხელოვნების დიდოსტატმა, თავისი ქედმაღლური ბუნებით ცნობილმა ლოტრეკმა შესანიშნავად უწყოდა თავისი შესაძლებლობების მარგი ქმედების კოეფიციენტი და სათანადოდაც აფასებდა მათ. თავის დიდ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა ფერმწერმა, რომელსაც ვან გოგისა და გოგენის გვერდით მოიხსენიებდნენ, ძალიან იუკადრისა სიორას რჩევა.
„ – მე არ ვკითხულობ წიგნებს მხატვრობაზე. ეგ მოყვარულების საქმეა”. – ხმამაღლა ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა ლოტრეკმა სიორას გასაგონად.
სიორამ შავ-თეთრი კუბოკრული პიჯაკი შეიხსნა და ფართო, წინწკლიანი, ლურჯი ჰალსტუხი შეისწორა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟორჟ სიორა