პანამის არხი – „ეპიზოდი”
ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის ერთმანეთთან დამაკავშირებლი სანაოსნო არხის მშენებლობა დასასრულს უახლოვდებოდა… „პანამის არხი”-სთვის უკანასკნელი სახის მისაცემად სპეციალისტებს ერთი უმნიშვნელოვანესი სამუშაოღა ჰქონდათ დარჩენილი. (ავტორი გენია.ჯი) პანამის პატარა ქალაქ გამბოასთან ახლოს უნდა დაეძლეულიყო უკანასკნელი ბარიერი, რაც ავტომატურად, ატლანტის ოკეანეს წყნარ ოკეანესთან დააკავშირებდა. ქანებში, რომლებიც ამ ორ უზარმაზარ ოკეანეს ჰყოფდა ერთმანეთისგან, 20 000 კილოგრამი დინამიტი იქნა ჩაწყობილი. შესაბამისად, ერთადერთი საქმე, რაც მშენებლებს დარჩენოდათ, ღილაკზე ხელის დაჭერა და ქანების აფეთქება იყო.
1913 წლის 13 ოქტომბრის დილას, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 28-ე პრეზიდენტი – ვუდრო უილსონი „თეთრ სახლში” შეკრებული უამრავი მაღალჩინოსანი უცხოელის თანდასწრებით, სპეციალური მაგიდისაკენ გაეშურა და მასზე განთავსებულ მოოქროვილ ღილაკზე გაბრწყინებული სახით დააჭირა ხელი. რამდენიმე ხანში ვაშინგტონიდან 4 000 კილომერტრის მოშორებით მყოფ პანამის ქალაქ გამბოას სიახლოვეს საშინელი აფეთქების ხმა გაისმა. ხმა, რომელმაც ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი ტენიანი ჰაერი შეაზანზარა. როგორც შემდგომ გაირკვა, ატლანტისა და წყნარი ოკეანის ერთმანეთთან დაკავშირების, მსოფლიოსათვის ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად, პანამის ქალაქ გამბოადან სპეციალურად იქნა ვაშინგტონამდე (თეთრ სახლამდე) გაყვანილი 4 000 კილომეტრი სიგრძის მქონე კაბელი, რომლითაც შემდგომ ისარგებლა აშშ-ის პრეზიდენტმა. – (ავტორი გენია.ჯი)