მარია მედიჩი – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, მარგალიტი, როგორც ძვირფასი მინერალი, პირველად ჩინელებმა გამოიყენეს 42 საუკუნის წინათ. (ავტორი გენია.ჯი) ჩვ.წ.აღ-მდე 2 206 წლიდან, ანუ იმპერატორი იუს მმართველობის ჟამიდან მოყოლებული დიდი ხნის განმავლობაში იგი იმდენად ძვირადღირებულ პროდუქტად მიიჩნეოდა, რომ დიდი ფულადი ერთეულის საექვივალენტო დანიშნულებაც კი გააჩნდა ქვეყანაში. მეცნიერები იმასაც ირწმუნებიან, რომ პირველი ძვირფასი მინერალი, რომელიც ჯერ კიდევ ველურ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა აღმოაჩინა და გამოიყენა, სწორედ რომ უმშვენიერესი მარგალიტიაო.  თუმცა მეცნიერები იმასაც შენიშნავენ, რომ ადამიანმა იგი თავდაპირველად ესთეტიკური დანიშნულებისთვის უფრო გამოიყენა, ვიდრე პრაქტიკული დანიშნულებისთვისო. ნიშანდობლივია ისიც, რომ მარგალიტი გახლავთ ის ერთადერთი ძვირფასი მინერალი, რომელსაც დამუშავება არ სჭირდება. ამ ძვირფასი და ძვირადღირებული მინერალისადმი თავისი უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩეოდა საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი – მარია მედიჩი (1575-1642 წლები). დედოფლის ბიოგრაფების ცნობით, მარია მედიჩის მრავალრიცხოვანი ძვირფასი კაბების უმრავლესობა მარგალიტებით ყოფილა შემკული. ის კი არა და, საფრანგეთის დედოფალმა თავისი ვაჟის – ლუი XIII-ს ნათლობის საღესასწაულო დღისთვის თერძებს სპეციალურად შეაკერინა კაბა, რომელიც შემკული გახლდათ ძალიან ბევრი რაოდენობის მარგალიტით. ამის დასტურია ისიც, რომ ლუის XIII-ს ნათლობაზე მარია მედიჩი 13 000 მარგალიტით გაწყობილი უძვირფასესი კაბით იყო შემოსილი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>