ჯეკ კერუაკი – „ეპიზოდი”
„მე კათოლიკე ვარ. ამიტომ არ შემიძლია ჩავიდინო თვითმკვლელობა. თუმცა-კი, ვგეგმავ, სიკვდილამდე გამოვთვრე”. – წერდა ალკოჰოლური სასმელების დიდი მოტრფიალე ამერიკელი მწერალი და პოეტი – ჯეკ კერუაკი (1922-1969 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ალკოჰოლური სასმელებისადმი მისმა გატაცებამ კერუაკის ლიტერატურულ შემოქმედებაშიც ფართოდ ჰპოვა ასახვა. 1958 წელს ამერიკელი მწერალი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც კერუაკის ალკოჰოლიზმმა პიკს მიაღწია. „მან თავი უმეტესწილად, ლოთობით დაგვამახსოვრა. იგი ხშირად ფეხშიშველა, ხშირად კი ფლოსტებითაც დაწანწალებდა ქუჩა-ქუჩა”. – ასე გაიხსენეს კერუაკი ნიუ-ორკელმა მეზობლებმა მოგვიანებით ერთ-ერთ ამერიკელ ჟურნალისტთან. – (ავტორი გენია.ჯი)