ინდირა განდი – „ეპიზოდი”
იმისათვის რომ ინდოეთის ხელისუფლებაში მყოფ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს – ინდირა პრიადარშინი განდის (1917-1984 წლები) მოსახლეობაში მზარდი შობადობა შეემცირებინა და ეკონტროლებინა დემოგრაფიული მდგომარეობა, ძალიან არაპოპულარული დემოგრაფიული პოლიტიკის წარმოებას მიჰყო ხელი ინდოეთის რესპუბლიკაში. (ავტორი გენია.ჯი) პირადად განდის ინიციატივით, ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა მიიღო რამდენიმე მკაცრი და ინდოელი ხალხისათვის ერთობ უჩვეულო და მიუღებელი დემოგრაფიული კანონი. მაგალითად, იმ ინდოელ მამაკაცებს, რომელთაც ორი შვილი უკვე ჰყავდათ, იძულების წესით უნდა ჩატარებოდათ სტერილიზაცია (კასტრაცია), ხოლო იმ მანდილოსნებს, რომლებიც მეოთხე შვილზე იყვნენ ფეხმძიმედ, იძულებისავე წესით უნდა გაეკეთებინათ აბორტი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინდოელებში ბავშვის გაჩენა ღვთის დიდ წყალობად არის მიჩნეული, ალბათ ადვილი წარმოსადგენი იქნება, რაოდენ მძაფრ კრიტიკას დაიმსახურებდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ქალი. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ინდირა განდი, ისევე როგორც მისი ოჯახის სხვა წევრები (მაგალითად, განდის ვაჟები), ხშირად არღვევდნენ ინდოელებში დამკვიდრებულ უძველეს ტრადიციებსა და ტაბუებს, რასაც მიაწერენ კიდეც განდების ოჯახის წევრთა ძალადობრივ აღსასრულს. – (ავტორი გენია.ჯი)