„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ყოველ დროში ამბობდნენ და იმეორებდნენ, ადამიანო, შეიცანი თავი შენიო. იშვიათი მოთხოვნაა, რაც დღემდე ვერავის შეუსრულებია და ვერც ვერასოდეს შეასრულებს სრულყოფილად”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უბრალოება, სხვათა შორის, არც ისე ურიგო რამაა. რამდენიც არ უნდა ეცადო, უბრალოებაზე შორს ვერც წახვალ კაცი”.

* * *

„ადამიანს სიყვარული სჭირდება, რომ იგრძნოს, თუ რა მშვენიერია ცხოვრება”.

* * *

„ყოველ ადამიანს თავისი გზა აქვს ცხოვრებაში და აუჩქარებლად უნდა მიჰყვეს მას, რომ დასახულ მიზნამდე მივიდეს”.

* * *

„ვისაც უყვარს, ცოცხლობს, ვინც ცოცხლობს, მუშაობს და ვინც მუშაობს, ის შიმშილით არ კვდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არც ერთი ხელოვანი არ დასთმობს იმას, რაც, მისი აზრით, კარგია. იგი მხოლოდ უვარგისს გაყიდის”.

* * *

„თუნდაც ის ფაქტი, რომ ადამიანს ხელში ყალამი უჭირავს და არა გუთანი, ან შემოსავალ-გასავლის წიგნი, არ აძლევს მას უფლებას თავაშვებულად იცხოვროს”.

* * *

„ტკივილი ერთადერთი რამაა, რასაც ამქვეყნად არასოდეს ექნება დასასრული”.

* * *

„დავიზღვიოთ თავი დემონთა ბოროტი ზემოქმედებისაგან – აი, რაა ძნელი”.

* * *

„ერთი მთავარი სიძნელე ისაა, რომ მეტისმეტად ადამიანური, გულახდილი არ უნდა იყო და გარკვეული ურთიერთობის საზღვარს არ გადახვიდე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება