ჰარუკი მურაკამი – „ცხვრების თვისებები”
„როგორც ყველა ფარასა თუ ჯოგში, ცხვრებსაც თავიანთი იერარქია აქვთ. ჩინები და წოდებები ფარაში პირდაპირ რაოდენობის მიხედვით არის განაწილებული: მაგალითად, თუ ერთ ბაგაში ორმოცდაათამდე ცხვარია, მაშინ მათ აუცილებლად ჰყავთ ლიდერი – პირველი ყოჩი. მერე კი, მიყოლებით ორმოცდამეათე ნომრამდე. და თითოეულმა ცხვარმა იცის, ვის უნდა დაემორჩილოს და ვინ დაჩაგროს. ცხვრები ხშირად სუსტდებიან ჭრილობებისგან. მაშინ მათი მდგომარეობა ფარაში ისეთი მყარი აღარ არის ხოლმე. ამ დროს ერთი საფეხურით დაბლა მდგარი რანგით უფროსს ბრძოლაში გამოიწვევს. ისეც ხდება, რომ ახალგაზრდები სამ-ოთხ დღეს უბათქუნებენ უფროსებს, ვიდრე არ გაიმარჯვებენ. აქ ყველაფერი ერთ წრეზე ტრიალებს! ის, ვინც დღეს დაამხეს, ახალგაზრდობაში ხშირად თეთქვავდა სხვებს. ისე კი, საბოლოოდ, როგორც უნდა შეიცოდო, ყასბის დანის ქვეშ ყველა თანასწორია – პირველიც და ორმოცდამეშვიდეც. „აბა, ძმებო, მწვადზე გეპატიჟებით”. – (ავტორი გენია.ჯი)