ჟაკლინ კრეფტის შესახებ…
კარიბის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განთვსებულ კუნძულოვან სახელმწიფო – გრანადაში 1979 წლის 13 მარტს განხორციელებული წარმატებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსულმა სახალხო-რევოლუციური მოძრაობის ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრ – მორის ბიშოპის ხელმძღვანელობით, განათლების მინისტრად ცნობილი გრენადელი პოლიტიკოსი ქალი - ჟაკლინ კრეფტი (1946-1983 წლები) დანიშნა. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ განათლების ახალი მინისტრი მორისთან არაკანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა. მათ თანაცხოვრებაში ვაჟიც ჰყავდათ, რომელსაც პირველი სოციალისტური რევოლუციის ბელადის საპატივცემულოდ, ერთობ უცნაური სახელი – ვლადიმერ ლენინ მორისი დაარქვეს (იგი 16 წლის ასაკში კანადის ერთ-ერთ ღამის კლუბში იქნა მოკლული). გრენადის საგანმანათლებლო სივრცეში ახალი მინისტრის დანიშვნამ დიდი ძვრები გამოიწვია. ჟაკლინმა ორგანიზება გაუწია უამრავი ახალი სკოლის აშენებასა და ძველი სკოლების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, გრენადაში განათლებას კრეფტის ძალისხმევით იდეოლოგიური სახეც მიეცა. მისი უშუალო ბრძანების საფუძველზე ქვეყნის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში შემცირებული იქნა ინგლისური ენის, ბრიტანეთის ისტორიისა და ინგლისური ლიტერატურის შემსწვალელი გაკვეთილებისა თუ ლექციების საათები. (ავტორი გენია.ჯი) იგი არც იმ აზრს იზიარებდა, რომ ამერიკა პირველად „ევროპელებმა აღმოაჩინეს”, რადგან, სანამ ევროპელები ამერიკას აღმოაჩენდნენ, მანამდე იქ ასწლეულების განმავლობაში უკვე ცხოვრობდნენ ადამიანები (მკვიდრი მოსახლეები). „დიდი ხნის განმავლობაში გვირეცხავდნენ გრენადელებს ტვინს, რომ მხოლოდ ევროპულად და ამერიკულად გვეაზროვნაო”, – ამბობდა ჟაკლინი. კრეფტის ანტიკოლონიალური მსოფლმხედველობის დაფიქსირებას მისი მტრების მომრავლება მოჰყვა თან.
1983 წელს გრენადაში კვლავაც სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა. ქვეყნის სათავეში მოსულმა რადიკალმა კომუნისტებმა ჟაკლინს ორი არჩევანი შესთავაზეს: მას უნდა გაეწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი მორის ბიშოპთან, ან კიდევ, მასთან ერთად აგებდა პასუხს სასამართლოს წინაშე.
ჟაკლინ კრეფტმა არჩევანი თავისი არაკანონიერი ქმრის – მორის ბიშოპის სასარგებლოდ გააკეთა, რის შედეგადაც იგი დააპატიმრეს. რამდენიმე ხანში, ბიშოპი და კრეფტი თანამოაზრეებმა გაანთავისუფლეს, რის შედეგადაც მათ ისევ სცადეს გრენადაში რევოლუციის მოწყობა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, სწორედ რევოლუციის მზადების პროცესში იქნენ მოკლულნი (დახვრეტილები) მორის ბიშოპი, ჟაკლინ კრეფტი და მათი ექვსი თანამზრახველი. არაოფიციალური ცნობების თანახმად კი, ტყვედ აყვანილი ჟაკლინის მოსაკლავად ჯარისკაცებს ტყვია დაენანათ გასასროლად, რის გამოც ქალი სიკვდილამდე მიიყვანეს სასტიკი ცემით. გასათვალისწინებელია ისიც,რომ ამ მხეცური მკვლელობის მომენტში ჟაკლინი ორსულად იყო. მას უთხოვია კიდეც ჯალათებისთვის სიცოცხლე ეჩუქებინათ ორსული ქალისთვის, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით, კრეფტის მკვლელები გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რომელიც შემდგომ სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. – (ავტორი გენია.ჯი)
მორის ბიშოპი