უილიამ ფოლკნერის ნააზრევი…
„სუსტმა, სნეულმა, წყლისა და ძვლებისაგან შეზავებულმა ადამიანმა გამოიარა ყველა ეტაპი ძუძუმწოვარათა ცხოვრებისა. წინაპრები უკან მოიტოვა და, ვფიქრობ, ასე გააგრძელებს, რადგან, ადრე როგორც მითქვამს, მჯერა, რომ ხალხი, რომელმაც შეჰქმნა ბრწყინვალე მუსიკა, ქანდაკება, წიგნი, ძალზე ძვირფასია ღმერთისათვის და დასაღუპავად ვერ გაიმეტებს. ეს ადამიანთა მოდგმის უკვდავებაა და არა პიროვნებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მეეჭვება, აღსასრულამდე ვინმემ დაიკვეხოს, ჩემი სათქმელი ვთქვიო”.
* * *
„ადამიანმა დინოზავრი მოინელა და ატომურ ბომბსაც მოინელებს”.
* * *
„ადამიანთა ერთი ნაწილი, დაჟინებით რომ მიელტვის ერთგვარ უკვდავებას, საკმაოდ მოსაწყენია. არიან სხვებიც, შფოთის ამტეხნი, უწესურნი, სასაცილონი ან ტრაგიკულნი, გაცილებით საინტერესონი, მაგრამ ისინი კაცობრიობის მთავარი ნაწილი არ არიან, 70 წელზე მეტს არც ერთი მათგანი არ ცოცხლობს, ამქვეყნად მცირე ხნით მოდიან – ხიზნებივით”.
* * *
„დარწმუნებული ვარ, დრო მოვა ადამიანი სნებას გაეყრება; ის დროც დადგება, ალბათ უფრო მოგვიანებით, ომსაც რომ აიცილებს თავიდან. ვფიქრობ, რომ იგი გაუძლებს და უკანასკნელი ხმა ამ უქმ, წარმავალ წუთისოფელში იქნება ხმა ორი ადამიანისა, რომ დავობენ, ახლა რა ვქნათო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცმა თუ იცის რისი თქმა სურს, მერე თქმა ადვილია”.
* * *
„მწერალს ყოველთვის ჭირდება ცოდაოდენი ფული თუთუნისათვის, ვისკისათვის, ცოტაც – დროსსატარებლად, ბოლოს და ბოლოს, ჭამა ხომ მაინც გინდა. ამიტომ სამსახური აუცილებელია, ხომ შეიძლება წერით თავი ვერ ირჩინო. თუ მდიდარი არა ხარ, რას იზამ, უნდა იმსახურო”.
* * *
„ყოველი ხელოვანი იმას ცდილობს, რომ სანამ დავიწყების კარიბჭეში შეაბიჯებდეს, მანამ მოასწროს და სადმე წააწეროს: „აქ ვიყავი. მავანი და მავანი. არც ძალაუფლება მდომებია, არც სიმდიდრე, აქ მოსვლა მსურდა და ამ ნიშნის დატოვება”.
* * *
„მე მხოლოდ ადამიანებს ვიცნობ ადამიანური ყოფის ღელვასა და მძვინვარებაში, მოქმედებაში”.
* * *
„ადამიანების უმრავლესობას ნიჭიერება უფრო მეტი აქვს, ვიდრე ძალღონე ამ ნიჭის მოვლისა”. – (ავტორი გენია.ჯი)