Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„უწყოდეთ! ადამიანს სამი ისეთი თვისება გააჩნია, რომ კაციშვილს ვერ ათქმევინებ, ეს თვისებები არა მაქვსო. გონიერნიც და უგუნურნიც ამას ღმერთს უმადლიან, მაგრამ სინამდვილეში მაღალ ღმერთს ეს სამი თვისება ცოტასთვის თუ უწყალობებია. ვისაც კი ეს სამი თვისება გააჩნია, ღვთის რჩეულია. ერთ-ერთი ამ სამ თვისებათაგან გონიერებაა, მეორე – სამართლიანობა, მესამე – კაცობა.
ამ სამ თვისებას, – გონიერებას, სამართლიანობას და კაცობას ადამიანი ტყუილუბრალოდ არ იჩემებს. მართლაც და არ არსებობს ისეთი ძეხორციელი, რომელსაც ეს სამი თვისება არ გააჩნდეს, მაგრამ გონებაჩლუნგობა, ვნებათაღელვა და სიავე ადამიანთა უმრავლესობას ჭეშმარიტების ამ გზას უხშობს”.