ჯიმი ჰენდრიქსი – „ეპიზოდი”
„მე ვიცოდი, ჰენდრიქსი დიდი ვირტუოზი რომ იყო, მაგრამ იმან, რაც ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ყურით მოვისმინე, გამაოგნა და ენა ჩამიგდო. მე შევამჩნიე, რომ ჰენდრიქსს მარჯვენა ხელზე ექვსი თითი ჰქონდა. დავიბენი, ავირიე. დავთვლი – ექვსია, ისევ დავთვალე – კი, ნამდვილად ექვსია. ოვაციამ ჭერი რომ ჩამოაქცია, მეზობელს მივუბრუნდი კითხვის გამომხატველი თვალებით. გაფითრებულმა ძლივს ამოღერღა: ექვსი თითი აქვს ხელზე შობელძაღლსო…
შინ რომ დავბრუნდი, ჯონ ლენონს დავურეკე. ლენონი აღგზნებული ჩანდა. ესღა მითხრა: ექვსი თითი აქვს ხელზე შობელძაღლსო”. – ასეთი სახით გადმოგვცა ლეგენდარული ლივერპულული მუსიკალური ჯგუფის – „ბითლზის” წევრმა – პოლ მაკარტნიმ ის შთაბეჭდილებები, რომელიც მასზე მოახდინა ვირტუოზი ამერიკელი გიტარისტის – ჯიმი ჰენდრიქსის (1942-1970 წლები) კონცერტზე პირველმა დასწრებამ. ცნობილია ისიც, რომ ლენონი და მაკარტნი იმ მიზნით, რომ დაედგინათ, მართლაც ჰქონდა თუ არა ჰენდრიქსს მარჯვენა ხელზე ექვსი თითი, ვირტუოზ გიტარისტს სასტუმროშიც კი ეწვივნენ. მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ჩვეულებრივ ადამიანს ჩვეულებრივი ხუთი თითით არ შეეძლო იმის გაკეთება, რასაც ჰენდრიქსი აკეთებდა გიტარაზე. – (ავტორი გენია.ჯი)