თამაზ ჭილაძე – „ჩემი წუხილი ვის მივაწვდინო”

ჩემი წუხილი ვის მივაწვდინო,

ვის ვუთხრა,

ანდა ვის დავუბარო,

თუ როგორ დავრჩი

ამქვეყნად მარტო,

ქარში – უკედლოდ,

ომში – უფაროდ,

ვის გავუფრთხილდე,

ვის მოვერიდო,

ცრემლს გზა რიღასთვის გადავუკეტო,

დედა აღარ მყავს,

ვის დავუმალო,

თუ როგორ მტკივა გული, უფალო!

* * *

საით წავიდა ქათქათა თოვლზე,

ასე ჩუმად და ასე უკვალოდ?..

კომენტარის დატოვება