დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ინდოეთში მაცხოვრებელი ერთ-ერთი ეთნოკონფესიური ხალხი – სიქები (სიქიზმის მიმდევრები), რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 2 %-ს შეადგნენენ და რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი უჩვეულო წეს-ჩვეულებების დაცვით, სხვა უამრავ ტრადიციასთან ერთად (მამაკაცებს ეკრძალებათ წვერისა და თმის გაპარსვა; ეკრძალებათ, როგორც მოწყალების თხოვნა, ასევე მოწყალების გაცემა ფულის სახით; მანდილოსნები ატარებენ მამაკაცთა სახელებს; უცილობლად უნდა ატარონ ქვედა საცვლები და ასე შემდეგ), ერთი ფრიად უჩვეულო ტრადიციითაც გამოირჩევიან. როგორც ცნობილია, სიქები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სისუფთავის დაცვას, რადგან მათთვის სისუფთავეს არა მხოლოდ ჰიგიენური, არამედ რელიგიური მსოფლმხედველობრივი დატვირთვაც გააჩნია. ღრმად ფესვგადგმული სისუფთავის პრინციპიდან გამომდინარე სიქიზმის მიმდევარ მანდილოსნებს აკრძალული აქვთ გაიკეთონ ის, რაც თავისებურ ეშხსა და სილამაზეს სძენს ქალს. დაასახელეთ, რისი გაკეთება ეკრძალულებათ სიქ ქალბატონებს?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: მაკიაჟი