რუმის სასულთნო – „ეპიზოდი”
1077-1307 წლებში მცირე აზიაში არსებული ფეოდალური სახელმწიფოს – რუმის სასულთნოს სამეფო კარზე ერთ მეტად საინტერესო ჩვეულებას ჰქონდა ადგილი დამკვიდრებული. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია, თურქ-სელჩუკთა მიერ დაარსებული სასულთნოს მბრძანებლები, რამდენადმე განსხვავებული ჩვეულებებით გამოირჩეოდნენ თავიანთი არაბი და სპარსი კოლეგებისაგან. მაგალითად, თუ არაბი ხალიფა ან სპარსი მეფე ვინმე კაცს რაიმე მიზეზის გამო ხელს შემოჰკრავდა, ის უბედური კაცი მაშინვე ჯალათის მსხვერპლი ხდებოდა. რუმის სულთნების შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. კაცს, რომელსაც რუმის მბრძანებელმა ხელი შემოჰკრა, მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში თითსაც კი ვერავინ დააკარებდა. რუმის სასულთნოს მოქალაქეები ამბობდნენ – „მეფემ საკუთარი ხელი შემოჰკრა და მის საცემად ისეთივე მეფეა საჭიროო”. – (ავტორი გენია.ჯი)