პიერ ალექსის პონსონ დიუ ტერაი
პიერ ალექსის პონსონ დიუ ტერაი - დაიბადა 1829 წლის 8 ივლისს მონმორის კომუნაში,ზემო ალპებში (საფრანგეთი).იგი წარმოადგენდა პოპულარულ ფრანგ მწერალსა და საუკეთესო ოსტატს რომანი-ფელეტონის ჟანრისა.სწორედ პიერი არის შემქმნელი ცნობილი ლიტერატურული გმირის (პერსონაჟის) : “როკამბოლიასი”.იგი დაიბადა არისტოკრატთა ოჯახში გრენობლთან ახლოს.თავდაპირველად მამის კვალზე დადგა,რომელიც საზღვაო ძალების ოფიცერი იყო და სადაც მან 20 წელი ოფიცრად იმსახურა.ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო “გოთიკური რომანის” ჟანრში.პირველი რომანი,რომელმაც მას წარმატება,მოუტანა გახლდათ “სინათლის კულისები”,დაწერილი 1853 წელს. (ავტორი გენია.ჯი) იგი ცდილობდა დაეჩრდილა და კონკურენცია გაეწია,ისეთი ცნობილი ფრანგი მწერლისათვის,როგორიც იყო მისი თანამედროვე – ეჟენ სიუ.1857 წელს დაწერა მისი ყველაზე ცნობილი სათავგადასავლო ჟანრის რომანი “თავგადასავლები როკამბოლიასი ანუ პარიზის დრამა”.აღნიშნული რომანი ერთგვარი საგას ციკლი გახლდათ დაწერილი – ყაჩაღ როკამბოლიასზე,რომელლიც საბოლოო ჯამში მწერალმა ვერ დაასრულა.მისი ლიტერატურული მოღვაწეობა შეწყვიტა საფრანგეთი-პრუსიის ომმა (1870-1871 წლებში). (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ომის პერიოდში მან ჩამოაყალიბა პარტიზანული დაჯგუფება მოხალისეებისაგან.პრუსიელთა მიერ ორლეანის სასახლის გადაწვის შემდეგ იძულებული გახდა თავი შეეფარებინა ბორდოსათვის,სადაც გარდაიცვალა კიდეც 1871 წლის 10 იანვარს.მან მისი შემოქმედების მანძილზე დაწერა 200-მდე ნაწარმოები 20 წლის მანძილზე,რომლებსაც აქვეყნებდა იმ დროინდელ ფრანგულ პრესაში.აღსანიშნავია,რომ მან სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება და სიყვარული მკითხველლებში,რომელიც დღესაც არ განელებულა.მისი ნაწარმოებების გაცნობა კი დიდ ინტერესს იწვევს დღევანდელ დროებაშიც. (ავტორი გენია.ჯი)
პიერ ალექსის პონსოსნ დიუ ტერაის ყველაზე ცნობილი რომანების ციკლი: “თავგადასავლები როკამბოლიასი ანუ პარიზის დრამა”