ოთარ ჭილაძის გენიალური ნააზრევი…

„კაცმა არ უნდა იკისროს, თორემ ქალის გაბრიყვებას რა უნდა”… – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პატიება და თვალის დახუჭვა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან, ერთი თუ გამაღლებს საკუთარ თვალში, მეორე გაკნინებს”.

* * *

„სული ისე ტკბილდება ხოლმე სიბერეში, როგორც ხილი შემოდგომაზე”.

* * *

„ქალთან, შეიძლება, საუკუნე იცხოვრო ერთ ჭერქვეშ და სამუდამოდ უცხო და უცნობი დარჩე მისთვის”.

* * *

„ყველა ადამიანი თავის ჯვარს ზიდავს და მხოლოდ მისთვის განკუთვნილ გოგლოთაზე ადის ბოლოს, რათა იქ სამუდამოდ გაქრეს ანდა მეორე სიცოცხლე დაიწყოს, პირველით დამსახურებული, მაგრამ უკვე სხვათა საკუთრება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გვამის შემგინებელს ვერავინ გაამართლებს, ვისიც არ უნდა იყოს ის გვამი”.

* * *

„მარტო სურვილი არ კმარა სიკეთის ჩასადენად. სიკეთე უნდა მოგდევდეს, როგორც სიავე და სიმახინჯე მოგდევს”.

* * *

„იმპერიისთვის უდანაშაულო კაცი არ არსებობს, რადგან არც კაცად ჩაითვლება ის, ვისაც გუნებაში მაინც არ უნდა იმპერიის დანგრევა”.

* * *

„თანაგრძნობა მხოლოდ იმისაგან შეიძლება მიიღო, ვისაც შენს უბედურებასთან არაფერი ესაქმება, ვისი ხელიც არ ურევია შენს უბედურებაში”.

* * *

„ბუნების კანონი გაცილებით ლმობიერია, ვიდრე კაცისა. ბუნების კანონი სიკვდილთან შეჩვევასაც გულისხმობს, თანდათანობით კლავს ადამიანს, ხოლო კაცისა, – ერთბაშად, გაუფრთხილებლად, მოუმზადებლად. კი არ კლავს – ღუპავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება