„დამაკვირდი”

1. „ღმერთიც თუ წამართვით, მწუხარებაში ვიღამ მანუგეშოს, მე ხომ აღარავინ მეყოლება!” – მაქსიმ გორკი - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „ქვეყანა მურტალი ტიპებით არის სავსე. ფრჩხილისოდენას არაფერს გაგიკეთებენ, ჯიბეში დინგი თუ არ ჩაგიყვეს”. – რევაზ ინანიშვილი

* * *

3. „მინახავს ორი ისეთი ადამიანის მეგობრობაც, რომელთაგანაც ერთი მკვლელად იყო დაბადებული, მეორე კი – ადამიანთა სულების გადამრჩენელად”. – გურამ ოდიშარია

* * *

4. „გამჩენმა მხოლოდ იმის დაფასების უნარი მოგვანიჭა, რასაც ვკარგავთ და სამუდამოდ ვეთხოვებით”… – მიხეილ ქვლივიძე

* * *

5. „ღამის უბნელესი საათი მომავალი დღის მომასწავებელია”. – მაინ რიდი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „მართალია, ხალხი ცუდია. მაგრამ, როცა გავიგე, რომ ქვეყანაზე სიმართლე არსებობს – დავინახე, რომ ხალხი უფრო უკეთესია, ვიდრე მე მეგონა!” – მაქსიმ გორკი

* * *

7. „ეჭვი არაა, ღმერთი სასწაულებს სჩადის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა საჭიროდ მიიჩნევს”. – როზმარი შუდერი

* * *

8. „ყოველთვის მოიძებნება ისეთ ადამიანთა წრე, რომელთათვისაც უკვე მნიშნელოვანია ის, რაც სხვებისთვის უმნიშვნელოა”. – ნიკოლოზ გოგოლი

* * *

9. „კაცმა რაც უნდა სისულელე მოიგონოს, თავისუფლად შეიძლება, რომ ეს სისულელე ახდეს”. – აკა მორჩილაძე

* * *

10. „უმიზეზოდ არაფერი არ ხდება ამქვეყად, ოღონდ, ზოგჯერ მიზეზი ისე ღრმადაა ჩვენს მიერვე ჩამარხული, ჩაფლული მიწაში, სრულებითაც აღარ გვახსოვს, როგორც ყველაფერი, რასაც თვალი არ ხედავს და ყური არ უსმენს, ანდა, რასაც განგებ, მთელი მონდომებით ვივიწყებთ”. – თამაზ ჭილაძე – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>