ლუი-ფილიპე ორლეანელი – „ეპიზოდი”
1848 წლის თებერვლის თვეში ფრანგმა ხალხმა უზარმაზარი დემონსტრაციების გამართვა დაიწყო პარიზში, რასაც არეულობები მოჰყვა თან. საძულველი მეფის წინააღმდეგ აღმდგარმა მოსახლეობამ ქალაქში ბარიკადების აღმართვა დაიწყო, რაც ქვეშევრდომებმა მოახსენეს კიდეც კარიკატურად ქცეულ საფრანგეთის მეფეს - ლუი-ფილიპე ორლეანელს (1773-1850 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ლუი-ფილიპემ, რომელსაც კარიკატურისტები მუდამ ქვედა საცვლებითა და დიდი ქოლგით ხელში ხატავდნენ, კარგად ვერ გაათვითცნობიერა, რა საფრთხის წინაშე იდგა იგი. „ – გადაბრუნებული კაბრიოლეტი, თქვენი აზრით, ბარიკადებია, არა?” – ირონიულად უკითხავს ამ დარდიმანდ მეფეს თავისი პოლიციის მინისტრისათვის. რამდენიმე ხანში ლუი-ფილიპე პარიზიდან გაიქცა. ამბოხებული ხალხის ნაწილი მეფის სასახლეში შეიჭრა. განრისხებულმა ბრბომ ხელში ჩაიგდო ლუი-ფილიპეს სამეფო ტახტი და მის ლავგარდანზე შემდეგი სახის წარწერა გააკეთა: „პარიზელი ხალხისაგან მთელ ევროპას: თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა. 1848 წლის 24 თებერვალი”. – (ავტორი გენია.ჯი)