ალექსანდრე დიუმას შესახებ…
„მე იმდენი თანაშემწე მყავდა, რამდენი მარშალიც ჰყავდა ნაპოლეონსო”, – სრული სერიოზულობით ამბობდა სიბერის ჟამს მსოფლიო ლიტერატურის ბუმბერაზი ფრანგი კლასიკოსი – ალექსანდრე დიუმა (1802-1870 წლები). (ავტორი გენია.ჯი) და მართლაცდა, იმ უნიკალურ ლიტერატურულ ლაბორატორიაში, რომელიც თავის დროზე შექმნა „ალექსანდრე დიდმა” (ასე მოიხსენიებდნენ თაყვანისმცემლები დიუმას) და საიდანაც იქნა გამოცემული უამრავი ლიტერატურული შედევრი-ქმნილება, თანაშემწეთა მთელი ამალა მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი) მწერალი თანაშემწეების მრავალრიცხოვან შტატს მხოლოდ ნაწარმოების გეგმას აძლევდა, თვითონ კი რედაქტორის ფანქრით ასწორებდა უკვე გამზადებულ რომანს. ცნობილი ფაქტია, რომ დიუმა გამუდმებით ნადირობდა ნიჭიერ ახალგაზრდებზე, რათა ისინი თავის ლიტერატურულ ლაბორატორიაში დაესაქმებინა. შესაბამისად, ალექსანდრეს განკარგულებაში მრავალმა გონებაგახსნილმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ოგიუსტ მაკე – ეს არის „სიტყვის მბრძანებლად” წოდებული დიუმას ლაბორატორიის ერთ-ერთი ის თანამშრომელი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მიაწერდნენ „სამი მუშკეტერისა” და „გრაფი მონტე-კრისტოს” ავტორობას. ჟიულ ვერნი – ეს დიუმას ლაბორატორიის სხვა თანამშრომელია. „როცა პირველად შევხვდი დიუმას, მაშინ გადავწყვიტე: იმას, რაც მან ისტორიისათვის გააკეთა, მე გეოგრაფიისათვის გავაკეთებ-მეთქიო”, – წერდა კლასიკური სათავგადასავლო რომანის დიდი ფრანგი მწერალი – ჟიულ ვერნი, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება მიიღო ალექსანდრეს ლიტერატურულ ლაბორატორიაში მუშაობის ჟამს. გარდა ნიჭიერი და ერუდირებული თანაშემწეებისა, დიუმას ლაბორატორიაში ასევე საგანგებოდ იყვნენ დასაქმებული გადამწერებიც. მათ ზუსტად ისეთი კალიგრაფია გააჩნდათ, როგორც თვითონ დიუმას.
ქვეყანაში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ძვრებმა „ალექსანდრე დიდის” ლაბორატორია გაკოტრების პირამდე მიიყვანა. შედეგად, „სიტყვის მბრძანებლად” წოდებულმა მწერალმა გადაწყვიტა, რომ საცხოვრებლად სენ-ჟერმენის მახლობლად მდებარე თავის ახალ სასახლეში – „მონტე-კრისტოში” განმარტოებულიყო. ქირომანტიით, გრაფოლოგიით, მედიუმებითა და სულებთან საუბრის იდუმალი ხელოვნებით გატაცებული დიუმა თავისი სიცოცხლის მწიფობის ასაკს მის მიერვე შექმნილ ზღაპრულ გარემოში ატარებდა. „ალექსანდრე დიდის” სასახლეში, რომელიც მაღალი თელებით იყო გარშემორტყმული, თვალს იტაცებდა საფრინველე, თავლა, სამაიმუნე, თეატრი და თითოეულ კართან დაყენებული ჩალმიანი არაბი მოსამსახურე. (ავტორი გენია.ჯი) მთავარ შენობას თვალწარმტაცი ბაღი ერტყა გარს: ხმაურობდა ხელოვნური ჩანჩქერები, ქარვასავით კრიალებდა მინიატურული ტბები აქა იქ ამოზრდილი ჯუჯა კუნძულებით, ერთ-ერთ მათგანზე კი გულივერის სახლივით იყო აღმართული მასიური ქვებისაგან ნაგები რვაკუთხიანი პავილიონი – თვითონ „მონტე-კრისტოს”, სასახლის პატრონის, სამუშაო სტუდია, რომელშიაც გარეშეთაგან არავის უშვებდნენ. ამ ნაგებობების თვითეულ ქვაზე დიუმას ერთ-ერთი წიგნის ან პიესის სათაური იყო ამოკვეთილი, ხოლო მისი ერთადერთი შესასვლელის თაღზე გამოყვანილი იყო ერთი მეტად საინტერესო შინაარსის მქონე ლათინური წარწერა – „Cavea canem” – „ძაღლის გამოქვაბული”. – (ავტორი გენია.ჯი)