ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ასეთია პროგრესი”
„ …პროგრესს თავის გზაზე უამრავი დაბრკოლება ხვდება: მიუხედავად ამისა, ის წინ მიიწევს, თუმც ძლიერ ნელა, თითქმის ტაატით. მან ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიოს: რელიგიასაც, რომელიც არ უნდა შეურაცხყოს, და სხვა ტემპერატურასაც: ციმბირში მას ძალიან სცივა, აფრიკაში კი ძალიან სცხელა. მან ანგარიში უნდა გაუწიოს უდაბნოში მიმავალ ქარავანს, ჟანდარმს, გუშაგებს, ყვითელ ციებას, შავ ჭირს, დიპლომატიასა და ხელშეკრულებებს.
იგი იძულებულია ებრძოდეს ჩამორჩენილობას, დათმობაზეც მიდიოდეს და მოლაპარაკებასაც მართავდეს. იგი კოჭლობით მიიწევს წინ და მაინც ხელს უწყობს ევოლუციას. ყოველი კეთილი საქმის შემდეგ, რასაც უანგაროდ გვჩუქნის, ის შესვენებას ითხოვს სულმოუთქმელად, მაგრამ ყოველთვის როდი იწყნარებენ მის თხოვნას. ერთი სიტყვით, მას ყოველ ნაბიჯზე აბრკოლებს უნებლიე გაჩერება, შემოწმება, აკრძალვა, დათმობა, დროის დაკარგვა, სიძულვილთან ბრძოლა, გამოცდის ჩაბარება უვიცთა წინაშე, იმის აუცილებლობა, რომ თავის სიმართლეში დაარწმუნოს აკვიატებული იდეებით ჩაგონებული ბრბო, რომელიც გზას უღობავს…
ასეთია პროგრესი. ერთი მხრით, იგი იძულებულია დაეყრდნოს ოფიციალურად აღიარებულ მეცნიერებას, მეორე მხრით, ფილოსოფიას. ამ ორი ყავარჯნის წყალობით იგი კოჭლობით მიიწევს წინ”. – (ავტორი გენია.ჯი)