ელიზე რეკლიუ – „ეპიზოდი”
დიდი ფრანგი გეოგრაფი, მოგზაური და ისტორიკოსი – ელიზე რეკლიუ (1830-1905 წლები), რომლის გარეგნობისთვისაც დამახასიათებელი იყო ცისფერი ბავშვური თვალები და ლომის ფაფარის მსგავსი თმა, გარკვეული ხნის განმავლობაში გერმანიაში იღებდა განათლებას. (ავტორი გენია.ჯი) არდადეგების დადგომასთან ერთად, ღარიბი სტუდენტი სამშობლოში მიემგზავრებოდა და ამაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება: უფულობის გამო სახელოვანი გეოგრაფი გერმანიიდან საფრანგეთში ყოველ ჯერზე ფეხით მიემგზავრებოდა. ამ დამქანცველი და შორი გზის გავლა ელიზეს უმეტესწილად ფეხშიშველს უხდებოდა. მხარზე გადადებულ ჯოხზე მას თავისი ფეხსაცმელები ჰქონდა გამობმული, რათა ამ გზით დაეზოგა ეკონომიურად უკიდურესად შეჭირვებულ გეოგრაფს იგი გაცვეთისაგან. გარდა ამისა, ამ შორეულ მოგზაურობაში ელიზეს მუდმივ და ერთგულ თანამგზავრს წარმოადგენდა თავისი ერთგული ძაღლი, სახელად – ლიზიო. ამ ორი უცნაური მგზავრის ყოველდღიურ ბიუჯეტს 3 სუ შეადგენდა: გზად განთავსებულ სამზარეულოებში ელიზე სუპსა და პურს უკვეთდა, რომელთაც შემდგომ მგზავრები პატიოსნად ინაწილებდნენ: წვნიანს ლიზიო შეექცეოდა, ხოლო პურს – ელიზე. – (ავტორი გენია.ჯი)