ფაიცზა

ჩინგიზ-ყაენის მბრძანებლობის ეპოქაში, მონღოლთა იმპერიის უზარმაზარ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილებისათვის აუცილებელი იყო საშვი, სახელწოდებით – „ფაიცზა”. (ავტორი გენია.ჯი) იგი წარმოადგენდა ლითონის ან ხის ფირფიტას, რომელზედაც ამოკვეთილი იყო ჩინგიზ-ყაენის ბრძანება იმის შესახებ, რომ „ფაიცზას” მფლობელს თავისუფლად შეეძლო მოგზაურობა მონღოლთა უკიდეგანო იმპერიის მთელ ტერიტორიაზე. გარდა ამ პრივილეგიისა, „ფაიცზას” მფლობელი სხვა დიდი უფლებებითაც სარგებლობდა. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლებები ვალდებულები იყვნენ ყველანაირად შეეწყოთ ხელი და დახმარებოდნენ ყაენის მიერ გამოწერილი საშვის მეპატრონეთ. მათ შორის ცხენებით, სურსათითა და გამყოლებითაც კი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>