პავლე I-ის შესახებ…
პავლე I (1754-1801 წლები) რუსეთის იმპერიას სულ რაღაც – 4 წლის 4 თვისა და 4 დღის განმავლობაში განაგებდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, პავლეს პიროვნება და მისი მმართველობის სტილი ყოველთვის იწვევდა გაორების გრძნობას ისტორიის მოყვარულებში, რადგან, თუ ერთნი მას ბრძენ და სამართლიან მმართველად მოიხსენიებდნენ, მეორენი სულითავადმყოფ უგუნურ ტირანსა და სულელ ისტერიკს უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) „ერთადერთი რომანტიკოსი რუსეთის საიმპერატორო ტახტზე”. – ამბობდნენ პავლეს შესახებ. იმ პავლეს შესახებ, რომელსაც ხალხმა „რუსი ჰამლეტი”-ც კი შეარქვა თიკუნად. და მაინც, ლიტერატურაში, კინემატოგრაფიასა და თეატრში ეს საიდუმლოებებით მოცული პიროვნება ერთობ უარყოფითი კონტექსტით არის წარმოჩინებული.
წესით და რიგით, ეკატერინე მეორისა და პეტრე მესამის ვაჟს ტახტი მაშინ უნდა დაეკავებინა, როდესაც სრულწლოვანი გახდებოდა. მაგრამ, დედამ, რომლის ხელშიაც იყო უზურპირებული მთელი ძალაუფლება, „კონკურენტი” ვაჟი სრულიად ჩამოაშორა საქვეყნო საქმეებს. ფუნქციაგამოცლილი პავლე ეკატერინეს ბრძანების საფუძველზე უმკაცრესი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ. მის ფსიქიკაზე განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა დედოფლის საყვარლების მიერ მისი მისამართით გამოჩენილმა დამცინავმა, დამამცირებელმა და შეურაცხმყოფელმა დამოკიდებულებებმა. და ეს გრძელდებოდა ეკატერინეს გარდაცვალებამდე. მაშინ პავლე 42 წლის ასაკში მყოფებოდა უკვე. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა წარმოშვა რომანტიკოს პავლეში ის პიროვნული ნაკლი, რომლითაც დღეს იცნობენ მას. რუსეთის ახალ იმპერატორს ახასიათებდა ხშირი და უმიზეზო გაღიზიანება არაკონტროლირებად მრისხანებასთან ერთად.
ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ, მიუხედავად დროის სიმცირისა, პავლემ მაინც მოასწრო უზარმაზარი რაოდენობის რეფორმების ჩატარება ქვეყანაში. არაკეთილმოსურნეების მიერ „შეშლილად” წოდებული იმპერატორის მიერ გატარებულ რეფორმათა დიდი ნაწილი ძალიან გონივრული და სასარგებლო იყო მოსახლეობისათვის. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბრძანებით, სასახლის ერთ-ერთი ფანჯრის ქვეშ დადგმული იქნა ყვითლად შეღებილი სპეციალური ყუთი, რომელშიაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო წერილი ჩაეგდო და ასე მიეწვდინა ხმა იმპერატორისათვის. ცნობილია, რომ პავლე დიდ დროს უთმობდა მოქალაქეების წერილების კითხვას, რაც მას ეხმარებოდა ადამიანების რეალური ცხოვრების საქმის კურსში ყოფილიყო. წერილების გაცნობიდან მიღებული ეფექტის შედეგად, იმპერატორმა პავლემ მრავალი ჩინოვნიკი დასაჯა მკაცრად და სამაგალითოდ, რითაც მრავლადვე გავლენიანი მტერიც შეიძინა. რიგმა ფინანსურმა რეფორმებმა ქვეყანაში ინფლაცია შეაჩერა, კორუფციის წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა იმპერიაში მეტ-ნაკლებად შეაცირა მექრთამეობა. გარდა ამისა, პავლემ სახელმწიფო ჩინოვნიკებს თავისი მაგალითის საფუძველზე სახელმწიფო ჩინოვნიკებს პუნქტულურობაც აიძულა. იმპერატორი ყოველ დილით ხუთ საათზე იღვიძებდა. დილის ექვს საათზე კი მინისტრებთან თათბირს ატარებდა. ის მაღალი თანამდედობის პირი, რომელიც თუნდაც ერთ წუთს დააგვიანებდა თათბირზე, უმალვე ემშვიდობებოდა თანამდებობას.
„ჩემთვის არ არსებობს არავითარი პარტია და არავითარი ინტერესები, გარდა სახელმწიფო ინტერესებისა. ჩემი ხასიათის მქონე კაცისთვის ძალიან ძნელია ვუყურებდე, რა ცუდად მიდის ქვეყნისა და ხალხის საქმე ვიღაცაების პირადი ინტერესების, გამორჩენისა და დაუდევრობის გამო. მე ვისურვებდი, ვიყო საძულველი ადამიანი მართალი საქმისთვის, ვიდრე საყვარელი ადამიანი უსამართლო საქმისთვის”. – განაცხადა პავლე I-მა თავის დროზე. სულ მალე პავლე I შეთქმულებას ემსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)