ჩარლზ ბუკოვსკი – „ეპიზოდი”

„მე ძალიან არასასიამოვნო ადამიანი ვარ – ეს ყველასთვის ცნობილია. ჩემთვის მარტივია მაწანწალებთან საერთო ენის გამონახვა, რადგან თავადაც მაწანწალა ვარ. არ მიყვარს წესებისა და კანონების დაცვა, მორალი და რელიგია. არასოდეს მივცემ საზოგადოებას უფლებას, რომ თავის მსგავსად მაქციოს”. – წერდა გერმანული წარმომავლობის მქონე სახელგანთქმული ამერიკელი მწერალი და პოეტი – ჩარლზ ბუკოვსკი (1920-1994 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ალკოჰოლური სასმელების მიმართ ლიტერატორის გატაცება ჯერ კიდევ მისი სიყმაწვილის ასაკიდან იწყებს სათავეს. შედეგად, სპირტიანი სასმელი იქცა კიდეც ბუკოვსკის ცხოვრების თანამგზავრად მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ლიტერატორი იმით ამართლებდა, რომ სწორედ მისი მეშვეობით ახერხებდა იგი რეალური ცხოვრებისეული პრობლემებიდან მოწყვეტას. ძლიერი ფიზიკური აღნაგობის მქონე ჩარლზი სიმთვრალეში დებოშების მოწყობით გამოირჩეოდა და თითქმის ყოველ ჯერზე ჩხუბობდა, როცა დათვრებოდა. ამას თავად მწერალიც აღიარებდა. „ჩემი აგრესიული ხასიათის გამო იმდენჯერ ვიჩხუბე, რომ ყველა მათგანის გახსენება შეუძლებელიაო”, – ამბობდა ბუკოვსკი. მწერლის ბიოგრაფიიდან ცნობილია ისეთი ფაქტიც, როდესაც სახლში დაბრუნებულმა 16 წლის ასაკში მყოფმა ჩარლზმა თავის მამაზეც კი აწია ხელი იმის გამო, რომ მშობელმა სიმთვრალის გამო თავისი ვაჟის ცემა მოიწადინა. მიუხედავად უამრავი ჩინჩხალისა (როგორც იტყოდა ხოლმე კირილე მიმინოშვილი „სამანიშვილის დედინაცვალიდან”), ჩარლზს კანონთან სერიოზული პრობლემები მაინც არასოდეს შეჰქმნია. ადამიანების მიმართ აგრესიულად განწყობილი ლიტერატორი აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებაში იყო ცხოველების მიმართ. მას განსაკუთრებით სძულდა ის ხალხი, რომლებიც ცხოველების მიმართ სისასტიკეს იჩენდნენ.

1980-იან წლებში ბუკოვსკის მედიკოსებმა თავდაპირველად პნევმონიის, ხოლო შემდგომ კი ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. 1994 წლის 9 მარტს იგი გარდაიცვალა. ჩარლ ბუკოვსკის საფლავის ქვაზე ამოკვეთილია ერთობ ლაკონური და მრავლისმეტყველი სახის ეპიტაფია: „ნუ ეცდებით!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>