სიუზენ მადორა სალტერი – „ეპიზოდი”
ინგლისელი კოლონისტების შთამომავალი ქალი – სიუზენ მადორა სალტერი (1860-1961 წლები) ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი მანდილოსანია, რომელიც ქალაქის მერად იქნა არჩეული 1887 წელს. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც კანზასის შტატში მაცხოვრებელმა სუსტი სქესის წარმომადგენლებმა ოფიციალურად მიიღეს უფლება არჩევნებში მონაწილეობისა, კანზასის ქალაქ არგონიას მკვიდრმა რამდენიმე მამაკაცმა ხუმრობის მიზნით, 27 წლის ასაკში მყოფი სალტერი ქალაქის მერის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად დაასახელა. სიუზენმა გამოწვევა მიიღო და ყველასდა გასაოცრად, 1887 წლის 4 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში ხმათა 2/3-ის მიღებით აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი-მერი გახდა. არჩევნებიდან ოთხი წლის გასვლის შემდგომ სიუზენმა თავად განაცხადა უარი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებაზე და თავისი თავი ოჯახს მიუძღვნა სრულად. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი მანდილოსანი მერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ სახლს კი, რომელშიაც სალტერი ცხოვრობდა მერობის პერიოდში, 1971 წელს საჯარო რეესტრში გატარებული იქნა, როგორც ისტორიული ღირებულების მქონე ობიექტი. – (ავტორი გენია.ჯი)
მუზეუმად ქცეული სახლი, სადაც იცხოვრა მერობის პერიოდში სიუზენ მადორა სალტერმა