„დამაკვირდი”
1. „არავის შეუძლია და უფლებაც არა აქვს, გულგრილი დარჩეს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც უყვარს”. – საბაჰათინ ალი - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „სწორ გზას რომ ადგე ამ ქვეყნად, უნდა შეზღუდო საკუთარი „მე”. – ირვინგ სტოუნი
* * *
3. „ადამიანი ცოხლობს იმისათვის, რომ რაიმე მოიმოქმედოს ხალხის საკეთილდღეოდ, გახდეს ღირსეული ადამიანი, ფეხით გათელოს უხამსობა, რითაც ჯერ კიდევ თითქმის ყოველი ადამიანი სულდგულობს”. – ვან გოგი
* * *
4. „რაც დრო გავა, უფრო მეტი და მეტი იქნება დასამახსოვრებელი, მაგრამ ყველაფრის დამახსოვრება უნდა შესძლოს კაცმა. უნდა შესძლოს! უნდა შესძლოს! რადგან დავიწყება დამარცხებას ნიშნავს”. – ოთარ ჭილაძე
* * *
5. „მდიდრებს ყველაფერი აქვთ, კარგადაც აცვიათ, უზრუნველყოფილი არიან და შავი დღისათვის ფულიც აქვთ გადანახული. მათი წარმოდგენით ღმერთი შეძლებული, მოხუცი დარბაისელია, რომელიც დიდად კმაყოფილია, რომ ასე მშვენივრად მოაწყო დედამიწა”. – მენდეს დე აკოსტა – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „მამაჩემი ახლა ხშირად მიმართავს ფილოსოფიას. როდესაც დედინაცვალი თავში ურტყამს, ის სტვენას იწყებს; დედაკაცი ლამის გაცოფდეს: უმალვე ჩიბუხს უმტვრევს. მამაჩემიც მიდის და ახალი ჩიბუხი მოაქვს. დედინაცვალი სიბრაზისაგან გაჰკივის და ისტერიკა ემართება. მამაჩემი კი, ვიდრე დედინაცვალი დაწყნარდება და გონს მოვა, დინჯად ეწევა ჩიბუხს. ეს ხომ ნამდვილი ფილოსოფიაა”. – ჩარლზ დიკენსი
* * *
7. „თუ შესძლებ შეიცნო თავი შენი, რასაც არ მოეკიდები, ყველაფერი კარგად დამთავრდება”. – მენდეს დე აკოსტა
* * *
8. „განა ოდესმე ჩანს, რა ხდება ადამიანის სულში? იქნებ იქ უზარმაზარი ცეცხლიც გიზგიზებს, მაგრამ არავინ მოდის გასათბობად. გამვლელები მხოლოდ სუსტ ბოლს ხედავენ და შეუჩერებლად აგრძელებენ გზას”. – ირვინგ სტოუნი
* * *
9. „ცნობილი აქსიომაა: ყოველ ტყვიას თავისი მისამართი აქვს”. – ჩარლზ დიკენსი
* * *
10. „მიყვარხარ! – სამყაროს შექმნის დღიდან ეს სიტყვა მრავალჯერ უთქვამთ, მაგრამ განა ახლაც ისევე არა ჟღერს, როგორც პირველად?” – საბაჰათინ ალი – (ავტორი გენია.ჯი)