ფრიდრიხ I ბარბაროსას შესახებ…
საღვთო რომის იმპერიის ამაყმა იმპერატორმა - ფრიდრიხ I ბარბაროსამ (1122-1190 წლები), რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელს – ადრიანე IV-ს პირველივე შეხვედრის დროს აგრძნობინა, რომ მისი თანასწორი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მან სხვა კათოლიკე მეფეებისაგან განსხვავებით, უარი განაცხადა რომის პაპის ცხენის სადავის დაჭერის დამამცირებელი წესის აღსრულებაზე. თავის მხრივ, ეს იყო წესი, რომელიც ხაზს უსვამდა პაპის უპირატესობას მეფეებზე. გარდა ამისა, ფრიდრიხმა პაპის ქოშების დაკოცნაც იუარა. გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი და უმამაცესი მბრძანებლის საქციელი ადრიანემ ძალიან იუკადრისა. და დაიწყო ოცწლიანი ომი. ომი, რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს ამ შორსმჭვრეტელი დიპლომატის უკიდურესად დამამცირებელი მარცხით დასრულდა.
ცნობილი გერმანელი ისტორიკოსის – ფორტუნატ ულმელის გადმოცემის თანახმად, როდესაც ფრიდრიხი იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა და პაპისთვის ზავი ეთხოვა, ალექსანდრე მესამემ „შეჩვენების მოსახსნელად” მას ერთობ დამამცირებელი ცერემონიალი დაუდგინა. ერთ დროს ამაყი ფრიდრიხი, იმისათვის რომ, როგორმე ზავი მოეპოვებინა და ძალაუფლება შეენარჩუნებინა, საკუთარი ღირსების ფეხქვეშ გათელვას დათანხმდა: ურჩი იმპერატორი ვენეციაში ჩასვლისთანავე მიჰგვარეს პონტიფიკოს. კარდინალებით გარშემორტყმული რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი დიდხანს ელოდა წმინდა მარკოზის დიდებული ტაძრის ატრიუმში ალექსანდრე III-ს. როგორც კი გამოჩნდა პაპი, ფრიდრიხმა თავისი წითელი მოსასხამი განზა გადააგდო, ორივე მუხლი მოიყარა და თავი პაპის ფერხთით დადრიკა, ისე რომ შუბლი იატაკს შეეხო. ალექსანდრე წინ წამოვიდა და ყველასათვის მოულოდნელად ფრიდრიხ I ბარბაროსას კისერზე დაადგა ფეხი. (ავტორი გენია.ჯი) ამ დროს კი კარდინალებმა ხმამაღლა გალობით წარმოთქვეს ფსალმუნის სიტყვები: „შენ კი შედგები ბასილიკოზე და სძლევ ლომსა და დრაკონს, რაც ძალიან ბევრის მეტყველი სიტყვები იყო.
ღრმად შეურაცხყოფილმა ფრიდრიხმა ვეღარ მოითმინა და შესძახა: „მღვდელმთავარო, ეს სიტყვები წმინდა პეტრეს ეკუთვნის და არა შენ”. „ტყუი. ეს სიტყვები დაწერილია მოციქულზე და ჩემზე”. – ქედმაღლურად უპასუხა ალექსანდრემ და დადუმება აიძულა. მხოლოდ ამის შემდგომ დართო ნება პაპმა „წელში გატეხილ” და მის წინაშე ფერხთით დამხობილ იმპერატორს ფეხზე წამოდგომის უფლება.
თუმცა ეს ყველაფერი არ იყო… ხსენებული ცერემონიის მეორე დღეს ალექსანდრე III იმავე ტაძარში გაემართა წირვაზე. წმინდა მარკოზის ტაძარში გამართული წირვის დროს ცერემონმაისტერის დამამცირებელ მოვალეობას ფრიდრიხი ასრულებდა: იგი წინ მიუძღოდა რომის პაპს და ბრბოში გზას უკაფავდა… – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე III
ადრიანე IV