ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეპიზოდი”
დიდი ფრანგი მწერალი – ვიქტორ-მარი ჰიუგო (1802-1885 წლები) ყოველთვის თავად ზრუნავდა სახლის მორთვასა და მასში იმ გარემოს შექმნა-დამკვიდრებაზე, რომელიც მის ზღაპრულ და ფანტასტიკურ წარმოსახვას შეესაბამებოდა. (ავტორი გენია.ჯი) რას აღარ ნახავდით ამ გენიალური ლიტერატორის სახლში: ძველი ფაიფურის ჭურჭელს, ხალიჩებს, ნაჩუქურთმევი სპილოს ძვლების, ვენეციური მინისა და ყველა საუკუნისა და ყველა ხალხის სურათების ფანტასტიკურ ნარევს. მიუხედავად ამისა, სახლი მაინც არ ჰგავდა მუზეუმს, სადაც უწესრიგოდ ყრია ყველა საუკუნისა და სტილის ნივთები. პირიქით, ყოველ ნივთს მისი მფლობელის ინდივიდუალობა ეტყობოდა. ძველებური კიდობნები და მონასტრის სკამები ბუხრებად ქცეულიყვნენ, საეკლესიო პიუპიტრები კანკელების როლს ასრულებდნენ, საკურთხევლის ფარდები კი საწოლების გადასაფარებლებად იყო გამოყენებული. შუა საუკუნეებისდროინდელ მადონას ხის პატარა ქანდაკებასაც კი ჰიუგოს სახლში „თავისუფლება” ერქვა… (ავტორი გენია.ჯი) სასადილო ოთახში ყველაზე საპატიო ადგილზე „წინაპართა სავარძლად” წოდებული დიდი ჩუქურთმიანი სავარძელი იდგა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მწერალს თავისი უნიკალური სავრძელი ჯაჭვებით ჰქონდა დაცული, რომ ზედ არავინ დამჯდარიყო. რომანტიკოსი ფრანგი ლიტერატორის „წინაპართა სავარძელი” მნახველში ხშირად ძრწოლას იწვევდა. მაგიდებსა და კარადებში ვიქტორს უამრავი საიდუმლო ყუთი ჰქონდა გაკეთებული, რომლებშიაც თავის ხელნაწერებს ინახავდა. ყოფილა შემთხვევები, რომ ზოგიერთი ლექსი, რომლებიც თვით ჰიუგოსაც დაკარგული ეგონა, ამ საიდუმლო ყუთებში უპოვნიათ მრავალი წლის გასვლის შემდეგ. მწერლმა სახლის ყველა კედელზე, ბუხარზე და ავეჯზე ბრძნული ლათინური და ფრანგული გამონათქვამები გამოსახა. ცნობილია ისიც, რომ ჰიუგოს ძალიან უყვარდა ხატვა და თავადაც შესანიშნავად ხატავდა. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ვიქტორის სახლში ბევრი რამ მისივე ჩანახატების მიხედვით იყო გაკეთებული. – (ავტორი გენია.ჯი)