დრებელის წყლაქვეშა ნავი
სახელგანთქმულმა ნიდერლანდელმა გამომგონებელმა და სწავლულმა – კორნელიუს იაკობსონ დრებელმა (1572-1633 წლები), რომელმაც დიდი წვლილი დაიდო ქიმიისა და ოპტიკის განვითარებაში, 1620 წელს ინგლისის მეფის – ჯეიმზ I-ის შეკვეთით ააგო პირველი თანამედროვე ტიპის წყალქვეშა ნავი. (ავტორი გენია.ჯი) იდეა წყალქვეშა ნავის შექმნისა თავდაპირველად ლეონარდო და ვინჩის მოუვიდა აზრად და დააპროექტა კიდეც იგი. თუმცა, ლეონარდოს მიერ ჩაფიქრებული წყალქვეშა ნავი სამხედრო დანიშნულებისთვის იყო განკუთვნილი. რამდენიმე ხანში ავტორმა პირველი წყალქვეშა ნავის პროექტი თავადვე გაანადგურა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გენიალურმა ლეონარდომ პირველი წყალქვეშა ნავის პროექტი გაანადგურა, გახლდათ შიში იმ მოსალოდნელი სავალალო შედეგებისა, რაც შესაძლებელი იყო წყალქვეშა ომებს გამოეწვია კაცობრიობისათვის.
1578 წელს ინგლისელმა მათემატიკოსმა და ინგლისის სამეფო ფლოტის წარმომადგენელმა – უილიამ ბოურნმა აღწერა გრენლანდიური წყალქვეშა ნავები, რომლებიც სელაპის ტყავისაგან იყო დამზადებული. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ უილიამმა ასეთი სახის ინოვაციური საზღვაო ტრანსპორტი შავ ზღვაში იხილა ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დროს.
პირველი მოდელი თანამედროვე წყალქვეშა ნავისა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კორნელიუს დრებელის მიერ იქნა დაპროექტებული და შექმნილი. ნიდერლანდელი ინჟინერი იმ პერიოდში ინგლისში მუშაობდა. მონარქის მიერ მიცემულ შეკვეთაზე მუშაობა ავტორმა 1620 წელს დაასრულა. ეს იყო ტყავგადაკრული გრძელი კასრი, რომელსაც ტყავისავე ტიკები ეკეთა. წყალქვეშ ჩაშვებისას ტიკებს წყლით ავსებდნენ, ზედაპირზე ამოსაცურებლად კი საკმარისი იყო ტიკებიდან წყლის ამოქაჩვა. დრებელის წყალქვეშა ნავს თხუთმეტი კაცი ამოძრავებდა ჩვეულებრივი ნიჩბებით. შეეძლო 4-5 მეტრ სიღრმეზე ჩასვლა და კარგა ხანს ცურვა წყალქვეშ. ცნობილია, რომ ერთხელ მეფემაც კი გაბედა კორნელიუსთან ერთად მდინარე ტემზაზე წყალქვეშა მოგზაურობა. მაგრამ უცილობლად უნდა შეინიშნოთ ისიც, რომ იმ პერიოდში პირველ წყალქვეშა ნავს არავითარი პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნდა და მას დიდებულები ხშირად გასართობად იყენებდნენ. პირველი წყალქვეშა ნავის დახვეწასა და სრულყოფაზე მუშაობა კორნელიუსის გარდაცვალებამ შეწყვიტა 1633 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)
კორნელიუს დრებელი