ევროპასა და ამერიკას შორის დამაკავშირებელი პირველი სატელეგრაფო კაბელი
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპასა და ამერიკას შორის წყალქვეშა სატელეგრაფო კაბელის გაყვანის სამუშაოების მიმდინარეობის დროს გადაულახავმა დაბრკოლებებმა იჩინა თავი. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკელი ბიზნესმენი, და ფინანსისტი - საირეს ფილდი (1819-1892 წლები), რომელიც სულისჩამდგმელი იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტისა, მარცხს მარცხზე განიცდიდა მთელი ათი წლის განმავლობაში. პროექტის განხორციელებას ხელს უშლიდა ისეთი უზარმაზარი მოცულობის მქონე საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების მოძიება, რომლის გემბანზეც შესაძლებელი იქნებოდა 3 400 კილომეტრი სიგრძის მქონე კაბელის განთავსება. და როგორც იქნა, 10 წლიანი წარუმატებელი ძიების შემდეგ, პროექტის ავტორებმა გაიხსენეს თავისი დროის ტექნიკის სასწაული, ბრიტანული ხომალდი – „გრეიტ ისტერნი”. ამ გიგანტურ ხომალდს 3 000 მგზავრის აყვანა შეეძლო და ძირითადად კრუიზებს ანხორციელებდა. მაგრამ, მგზავრთა ნაკლებობის გამო მან ფუნქცია დაკარგა და სრულიად იქნა მივიწყებული. 3 400 კილომეტრი სიგრძის მქონე კაბელი ორნახევარათას ტონას იწონიდა. გემზე დადგმული იქნა წყლის ვეებერთელა რეზერვუარები, რომლებიც კაბელს ჰაერისაგან იცავდა და პირდაპირ ამ მცურავი ტბებიდან უშვებდა ატლანტის ოკეანეში. 1866 წელს სატელეგრაფო კაბელი, როგორც იქნა გაიყვანეს.
პირველი დეპეშა ამერიკიდან ევროპაში გაგზავნილი იქნა აშშ-ის პრეზიდენტის – ენდრიუ ჯონსონის მიერ იმავე წელს. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეჩვიდმეტე პრეზიდენტმა გაერთიანებული სამეფოს დედოფალს – ვიქტორიას გაუგზავნა პირველი დეპეშა, რომელიც სახარებიდან ამოღებული ყოვლისმომცველი სიტყვებისგან შედგებოდა: „დიდება მაღალსა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სიკეთე”… – (ავტორი გენია.ჯი)
საირეს ფილდი
ენდრიუ ჯონსონი
დედოფალი ვიქტორია