ჟიულ ვერნი – „რაკი ავსტრალიელი კანონგარეშეა გამოცხადებული”…
ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობა ინგლისის კოლონიზაციამ საშინელ მდგომარეობამდე, თითქმის გაქრობამდეც კი მიიყვანა. იმ უსასტიკესმა ქმედებებმა, რომლებსაც ინგლისელი კოლონიზატორები ამ უმშვენიერესი კონტინენტის აბორიგენი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართავდნენ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი აღაშფოთა. მათ შორის, დიდი ფრანგი მწერალი – ჟიულ გაბრიელ ვერნიც (1828-1905 წლები). (ავტორი გენია.ჯი) მიზეზი თავისი უარყოფითი დამოკიდებულებისა ინგლისელი კოლონისტების მიმართ, მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა შემდეგი სიტყვებით გადმოგვცა:
„ …ბრიტანეთის პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი ტომების მოსპობისაკენ. იმ ადგილებიდან მათი გაძევებისაკენ, სადაც ამ ტომების წინაპრები ცხოვრობდნენ… ასეთ დამღუპველ პოლიტიკას ახორციელებდნენ ინგლისელები ყველა კოლონიაში. ავსტრალიაში კი უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან. კოლონიზაციის პირველ ხანებში გადასახლებულნი, და თვითონ კოლონისტებიც, ადგილობრივ მკვიდრთ ისე უყურებდნენ, როგორც მხეცებს. იარაღით ნადირობდნენ მათზე, უმოწყალოდ ჟლეტდნენ და იურისტთა ავტორიტეტის მოშველიებით ამტკიცებდნენ, რაკი ავსტრალიელი კანონგარეშეა გამოცხადებული, მისი მოკვლაც არ არის ბოროტმოქმედებაო. სიდნეის გაზეთებმა რადიკალური საშუალებაც კი მოიგონეს ხანთერის ტბის მკვიდრი ტომების თავიდან მოსაშორებლად – სახელდობრ, ამ ტომების მასობრივი მოწამვლა.
როგორც ვხედავთ, ინგლისელებმა, დაიპყრეს თუ არა ქვეყანა, ხოცვა-ჟლეტა იხმეს კოლონიზაციის მაშველ ძალად. მათ სიბეცეს ენა ვერ აღწერს. ავსტრალიაში ისინი იქცეოდნენ, როგორც ინდოეთში, სადაც ხუთი მილიონი ინდოელი გაქრა, ისევე, როგორც კაპის მხარეში, სადაც მილიონი ჰოტენტოტიდან მხოლოდ ასი ათასი გადარჩა. გასაგებია, რომ ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობა ასეთი მხეცური მოსპობის შედეგად, აგრეთვე ლოთობის მიზეზითაც, რასაც კოლონიზატორები ნერგავენ, თანდათანობით გადაგვარების გზაზე დგას და მალე სიკვდილის მთესველი ცივილიზაციის უხეში ზემოქმედებით სულაც გაქრება”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟიულ ვერნი