იოჰან ჰენდრიკ ვეისენბრუჰი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, დიდი ნიდერლანდელი მხატვარი - იოჰან ჰენდრიკ ვეისენბრუჰი (1824-1903 წლები), ფინანსურად ძალიან შეძლებული კაცი იყო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, ცნობილია ისიც, რომ იგი განსაკუთრებული ხელმომჭირნეობითაც, უფრო სწორად რომ ვთქვათ, – განსაკუთრებული სიძუნწითაც კი გამოირჩეოდა. ვეისენბრუჰს, რომელსაც თავზე საყრელად გააჩნდა ფული, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე ჰქონდა სახელოსნო მოწყობილი. სახელოსნო, რომლის ჩრდილოეთის მხარე მინის ჭერით იყო დახურული, მხატვარს მხოლოდ უბრალოდ და სადად კი არ ჰქონდა მოწყობილი, არამედ ერთობ ღარიბულადაც კი. იქ ვერ ნახავდით ვერც წიგნებს, ვერც ჟურნალებს, ვერც დივანსა და მოხერხებულ სავარძლებს. გარდა ამისა, იოჰანის სახელოსნოს არ გააჩნდა არც ერთი ფანჯარა, გარეთ რომ გაეხედა კაცს. მაგრამ, რაც მთავარია, ვეისენბრუჰის ამ უჩვეულო სახელოსნოში არ მოიძებნებოდა არც ერთი სკამი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მხატვარი სახელოსნოში სკამს არ დგამდა, იყო ის, რომ სტუმრები იძულებული გამხდარიყვნენ ჩქარა დაეტოვებინათ იქაურობა. – (ავტორი გენია.ჯი)