ბაირონი – გოეთე

1821 წელს რომანტიკოსმა ინგლისელმა პოეტმა – ჯორჯ გორდონ ბაირონმა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ეშმაკის სკოლის მამამთავრი” და „რელიგიის მტერი”, იტალიაში გამომავალ ჟურნალ „განმათავისუფლებელში”, რომელიც მის მიერ იქნა დაარსებული, გამოაქვეყნა თავისი შედევრი-პოემა – „სამსჯავროთა ხილვანი”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პოემით განსაკუთრებით მოიხიბლა გერმანული ლიტერატურის ისეთი გიგანტი, როგორიც იყო – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ბაირონის მიერ დაწერილი ულმობელი სატირის კითხვის დროს, გოეთეს, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი იყო თავისი ოლიმპიური სიმშვიდითა და სიდინჯით, თავი ვერ შეუკავებია და ცხვირსახოცმომარჯვებულს დიდხანს უცინია. ის კი არა და, იმასაც ამბობენ, რომ კითხვისას გერმანული ლიტერატურის ბერმუხას ცრემლებიც კი სცვიოდაო. – (ავტორი გენია.ჯი)

გოეთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>