დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1464 წლის 30 აგვისტოს რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე ვენეციელი კარდინალი – პიეტრო ბარბო ავიდა. როდესაც სახელის გამოცვლის აუცილებლობის წინაშე დადგა ახლადარჩეული პონტიფიკოსი, განაცხადა, რომ ყველა სახელს – ფორმოზს ამჯობინებდა (იტალიურ ენაზე ფორმოზი – „ლამაზს” აღნიშნავს). თუმცა, რამდენიმე ხანში თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და სახელად – პავლე II აირჩია. დაასახელეთ მიზეზი იმისა, რის გამოც გადაიფიქრა პიეტრო ბარბომ სახელად ფორმოზის მიღება. – (ავტორი გენია.ჯი)