„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ბუნებამ მოგვცა ერთი გამოსავალი – ყველაფერს მოვუძებნოთ გამართლება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უსიამო ხმის კაცი ხმამაღლა რომ ლაპარაკობს და იცინის, უნებლიეთ ფიქრობ, მოურიდებლად უჭირავსო თავი”.
* * *
„მორიელის ღონე – გესლია”.
* * *
„როცა სურთ ბებერი ძაღლი მოკლან, ამბობენ, ცოფიანიაო”.
* * *
„პატიოსანი კაცი ვერ გაიხარებს ტირანთა მეუფების ჟამს”.
* * *
„ზოგი იმას აქებს, რასაც სხვანი აძაგებენ, ზოგი კი, პირიქით, იმას ითვალწუნებს, რაც ბევრს მოსწონს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენ ყოველთვის გვენანება ცხოვრებისგან განშორება, რადგან ყველა სურვილი ვერ დაგვიკმაყოფილებია”.
* * *
„ძალიან კარგი, რომ ცხოვრება შემთხვევათა ჯაჭვია, მაგრამ ამ შემთხვევითობაშიც ხომ უნდა იყოს რაღაც ლოგიკა?”
* * *
„ადამიანმა ყველაფერში შეიძლება გასართობი დაინახო”.
* * *
„რატომ დადიხართ ასე მოღუშული? გაიცინეთ, გაიხარეთ, განა ქვეყანაზე არის უფრო მშვენიერი რამ, ვიდრე სიცოცხლე?” – (ავტორი გენია.ჯი)