ჯორჯ IV ჰანოვერის კორონაცია – „ეპიზოდი”

1821 წლის 19 ივლისს, იმ დღეს, როდესაც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე სიმთვრალისაგან სახეწამოჭარხალებული ჯორჯ ოგუსტუს ფრედერიკ ჰანოვერი ადიოდა, ვესტმინსტერის საკათედრო ტაძართან, სადაც ჯორჯ IV-ს (1762-1830 წლები) კორონაცია მიმდინარეობდა, პრინც-რეგენტის ინგლისიდან გაძევებული მეუღლის, ერთობ საეჭვო რეპუტაციის მქონე დედოფლის – კაროლინა ბრაუნშვაგის (1768-1821 წლები) ექვს ცხენიანი მდიდრული კარეტა გაჩერდა. (ავტორი გენია.ჯი) ევროპიდან ახლად დაბრუნებული ფერუმარილწაცხებული და ჩაფიჟვინებული კაროლინა, რომელმაც თავის საყვარელთან, კამერდინერ ბერგამთან ერთად იმოგზაურა, ჯორჯის კორონაციაზე ყოველგვარი მოწვევის გარეშე მივიდა. ამ ხნიერ ქალს სურდა, მეუღლის ქვერდით ყოფილიყო ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში, რადგან მას როგორც იქნა მიეცა საშუალება აესრულებინა თავისი დიდი ხნის ოცნება და თავზე დაედგა ინგლისის სამეფო გვირგვინი. ქალი ისე ჯიუტად მიიწევდა წინ, რომ, მიუხედავად საკმაო მასისა, მაინც მოასწრო კიბის საფეხურებზე არბენა. მაგრამ მეფის მცველებმა დროულად დააკავეს იგი. ეს უსიამოვნო ინციდენტი რომ არ გახმაურებულიყო და ფართო საზოგადოების ყურადღება არ მიეპყრო, კორონაციის ცერემონმეისტერმა გასცა განკარგულება, გამოეყენებინათ ყოველგვარი საშუალება, რათა სამეფო ოჯახის მიერ მოძულებული და ინგლისიდან განკვეთილი დედოფალი როგორმე მოეშორებინათ ვესტმინსტერიდან. ფიზიკურად ძლიერ მეფის მცველებს ძალიან გაუჭირდათ გააფთრებული დედოფლის კარეტაში ჩასმა. გაშმაგებული კაროლინა დიდი ხნის განმავლობაში უძალიანდებოდა მათ და თავგამეტებით იცავდა თავს ხელებითა და ფეხებით. მაგრამ, როგორ წესი – ძალამ აღმართი მაინც მოხნა. ახმახმა მცველებმა როგორც იქნა კაროლინას უზარმაზარი სხეული კარეტაში ჩატენეს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)… ფორეიტორს ხელიდან შოლტი მოულოდნელად მეფის ერთ-ერთმა მცველმა გამოსტაცა, მისი ადგილი დაიკავა, ცხენებს შოლტი გადაუჭირა და ფაფარაშლილი ცხენები ვესტინსტერიდან შორს გააჭენა. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. რამდენიმე ხანში, ჯორჯ IV-ის საჩივრის საფუძველზე კაროლინა პროსტიტუციის მუხლით სისხლის სამართალში იქნა მიცემული. – (ავტორი გენია.ჯი)

ჯორჯ IV

კაროლინა ბრაუნშვაიგი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>