წმინდა დომინიკე – „ეპიზოდი”
„იგი უყვარდა ყველას – მდიდარსაც და ღარიბსაც, ებრაელსაც და წარმართსაცო”, – ამბობენ იმ საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი კათოლიკე ბერის მიმართ, რომლის სახელიც სამარადჟამოდ ასოცირდა დომინიკელთა გავლენიან რელიგიურ ორდენთან. (ავტორი გენია.ჯი) დომინიკ დე გუსმან გარსესი (1170-1221 წლები), იგივე – წმინდა დომინიკე, იტალიურ უმბრიაში, კერძოდ კი ლუჩელოს მონასტერში ცხოვრობდა განდეგილ ბერად. მას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც – დომინიკე აბჯროსანი, რადგან ამ უფლის მოყვარულსა და უფლის მოშიშ კაცს ტანზე პერანგის ნაცვლად მავთულისაგან ნაქსოვი აბჯარი ეცვა. ზამთრობით დომინიკე სენაკის კართან წვებოდა ცივ იატაკზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ დაწოლისას ასეთი უჩვეულო „პერანგის” მატარებელი წმინდანი საბნად მასიური რკინისაგან გაკეთებულ აბჯარს „იფარებდა”. ამბობენ, რომ დომინიკეს ტანი საშინლად იყო დასახიჩრებული თავისი მუდმივი აბჯრისაგანო.
ლუჩელოს მონასტერში დომინიკეს მოღვაწეობის ჟამს სულ თვრამეტი ბერი ცხოვრობდა. ბერებს თავი მდუმარებისთვის ჰქონდათ მიცემული და ერთიმეორეს სულ ორიოდე სიტყვით თუ მიმართავდნენ, ისიც მხოლოდ კვირადღეობით, მწუხრის ლოცვის ჟამს. განდეგილი ბერები მხოლოდ და მხოლოდ ცარიელ წყალსა და ხმელ პურს ჭამდნენ და იმასაც კი მორიდებით ციცქნიდნენ. ერთადერთი გამონაკლისი მოხარშული ბოსტნეული იყო, რომლითაც ისინი კვირადღეობით იკვებებოდნენ. არასოდეს არ ეკარებოდნენ ხორცსა და კარაქს.
მიუხედავად ასეთი მკაცრი რეჟიმისა, დომინიკემ მოგვიანებით კიდევ უფრო დაამძიმა იგი მარხვის დღეების გაზრდით. – (ავტორი გენია.ჯი)