სერგეი კაპიცა – „ეპიზოდი”
კემბრიჯში დაბადებული სახელგანთქმული რუსი ფიზიკოსი და სწავლული – სერგეი კაპიცა (1928-2012 წლები), რომელიც უკიდურესი ათეისტური შეხედულებებით იყო გამორჩეული, არასოდეს მალავდა, რომ ბავშვობაში მართლმადიდებელ ქრისტიანად იყო მონათლული. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ კაპიცას ნათლია გახლდათ ისეთი ცნობილი რუსი მეცნიერი, როგორიც იყო – ივანე პავლოვი. ნათლობის რელიგიური ცერემონია გადახდილი იქნა ინგლისში, რადგან იმ პერიოდში კაპიცების ოჯახი ნისლიან ალბიონზე ცხოვრობდა. მედიცინასა და ფიზიოლოგიაში პირველი რუსი ნობელიანტი მეცნიერი არ იყო რელიგიური ადამიანი, რაც შემდგომში მის ნათლულზე განსაკუთრებით აისახა. უკიდურესად ათეისტური შეხედულებების გამო სერგეი მრავალჯერ გაეხვია უსიამოვნებებში. მაგალითად, 1987 წელს მეცნიერს თავს დაესხნენ, რა დროსაც „ჩერნოსოტენცების” ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა ნობელიანტ ფიზიკოს თავში ნაჯახიც კი ჩაარტყა. მიუხედავად ღრმა ჭრილობისა, კაპიცა, თავზე 17 ნაკერით გადაურჩა უცილობელ სიკვდილს. თავისი ათეისტური მსოფლმხედველობის გამო მრავალ სკანდალსა და არასასიამოვნო სიტუაციაში მოხვედრილი სერგეი თავის შეხედულებებს მაინც განუხრელად იცავდა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე და ყოველთვის, როცა არ უნდა ეკითხათ მისთვის, მორწმუნე იყო თუ არა ის, შემდეგ პასუხს იძლეოდა: „მე რუსი მართლმადიდებელი ათეისტი ვარ!” – (ავტორი გენია.ჯი)