დიმიტრი მენდელეევი – „ეპიზოდი”

ცნობილია, რომ ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსიის ავტორი, გენიალური რუსი ქიმიკოსი და მეცნიერი – დიმიტრი მენდელეევი (1834-1907 წლები) ძალიან რთული, ერთობ უჟმური ხაისათის კაცი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც, რომ პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ სამჯერ განიხილა თანამემამულე სწავლულის კანდიდატურა ნობელის პრესტიჟულ პრემიაზე წარსადგენად, თუმცა ფარული ხმის მიცემის შემდეგ სამივეჯერ სხვა მეცნიერებს მიანიჭა უპირატესობა. ქიმიკოსის ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ მენდელეევის კანდიდატურის ჩავარდნა გამოწვეული იყო არა მხოლოდ მისი არაკეთილმოსურნეების ინტრიგების, არამედ თავად მეცნიერის არალოიალური ხასიათის გამოისობითაც. იგი არასოდეს არ ელაქუცებოდა და არასოდეს არ აღუვლენდა ხოტბას ამა სოფლის ძლიერთ, რამაც მის მიმართ ერთობ უარყოფითად განაწყო ისინი. შედეგად, ქიმიურ ელემენტთა პეიოდული სისტემის პირველი ვერსიის ავტორი თავისი ქვეყნის შვილებმა ნობელის პრემიაზე არ წარადგინეს. სამაგიეროდ, ეს მისია უცხოელებმა იტვირთეს და იგი რამდენჯერმე წარადგინეს კიდეც ერთ-ერთ ნომინანტად ამ პრესტიჟულ პრემიაზე, თუმცა უშედეგოდ.

სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობის ჟამს მენდელეევს სერიოზული დაპირისპირება მოუხდა რუსეთის იმპერიის მთავრობის სახალხო განათლების მინისტრთან – ივანე დელიანოვთან, რის გამოც მან 1890 წელს უნივერსიტეტი დატოვა. იმავე წელს, მეფის რუსეთის მთავრობა, რომელიც ალმაცერად უყურებდა დიდ მეცნიერს, იძულებული გახდა მენდელეევისათვის თხოვნით მიემართა: ხელისუფლება დაინტერესებული იყო, როგორმე გაეშიფრა ის გასაიდუმლოებული რეცეპტი, რომლის მიხედვითაც უცხოეთის რამდენიმე ქვეყანა აწარმოებდა უკვამლო დენთს. ასეთი სახის პროდუქტის შეძენა ბაზარზე ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, რაც პირდაპირ ახდენდა უარყოფით გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტზე. იმისათვის, რომ მეფის ხელისუფლებას ფული დაეზოგა, საქმეში მენდელეევის ჩართვა გადაწყვიტა. მეცნიერს დაევალა ყველა საშუალების გამოყენებით ეცადა უკვამლო დენთის დამზადების რეცეპტის მოპოვება. ფაქტობრივად რომ ვთქვათ, მენდელეევს „სამრეწველო ჯაშუშის” როლი უნდა შეესრულებინა, რასაც იგი დათანხმდა. ფრანგული, გერმანული და ბრიტანული გასაიდუმლოებული დოკუმენტების გაშიფვრის შედეგად, რომლებსაც სწავლულს სახელმწიფო აწვდიდა, მენდელეევმა მოკლე პერიოდში შესძლო მასზედ დაკისრებული ამოცანის ამოხსნა და თავადვე დაამზადა უკვამლო დენთი, რითაც ქვეყნის ბიუჯეტს უზარმაზარი თანხები დაუზოგა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>