ვასკო ნუნიეს დე ბალბოა – „ეპიზოდი”
1510 წელს კუნძულ ესპანიოლადან ამერიკის კონტინენტისაკენ მიმავალ საექსპედიციო ხომალდზე მგზავრთა ყურადღება მიპყრო სახელგანთქმული ჯიშის – ბესერიკოს უზარაზარმა და არაჩვეულებრივად ღონიერმა ძაღლმა. (ავტორი გენია.ჯი) იგი მოუსვენრად დარბოდა ხომალდზე და ყოველ კუნჭულს გაფაციცევით სუნავდა. გემის ეკიპაჟისა და მგაზვრებისათვის უცნობი იყო, საიდან აღმოჩნდა გემბანზე, ან ვის საკუთრებას წარმოადგენდა იგი. რამდენიმე ხანში ხომალდზე მყოფთ თვალში მოხვდათ ხის მოზრდილი კიდობანი, რომელთანაც ყველაზე დიდ დროს ატარებდა ეს ძალუმი ცხოველი. როდესაც კიდობანს თავსახური ახადეს, მასში მგზავრებმა მათთვის უცნობი კადნიერი მგზავრი – ვასკო ნუნიეს დე ბალბოა (1475-1519 წლები) აღმოაჩინეს. სანადირო ძაღლი, რომელსაც სახელად – „ლეონსიკო” ერქვა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ბალბოას ეკუთვნოდა. წყნარი ოკეანის აღმომჩენ და ამერიკის კონტინენტზე პირველი ევროპული ქალაქის – სანტა-მარია-ლა-ანტიგუა დელ დარიენის დამაარსებელ ესპანელ კონკისკადორს, თავისი ერთგული „ლეონსიკო” ესოდენ უმნიშვნელოვანესი ექსპედიციის პერიოდში გვერდიდან არ მოუცილებია. მოგვიანებით, ამ ძაღლმა, რომელიც პატრონს განსაკუთრებულ პატივში ჰყავდა, ერთობ უარყოფით კონტექსტში გაითქვა სახელი. ბესერიკოს ჯიშის უზარმაზარ ძაღლს თავისი სასტიკი პატრონი ხშირად აძლევდა ბრძანებებს, დაეფლითა ბედშავი ადგილობრივები. ისიც, როგორც პატრონის მორჩილი, დაუნდობლად და გულმოდგინედ ფლეთდა მათ. უძვირფასესი ნაალაფარიდან ბალბოა ყოველთვის თანაბრად უნაწილებდა თავის ჯარისკაცებს წილს. აქ კი მეტად ნიშანდობლივია ერთი საინტერესო გარემოება: „ლეონსიკო” ბალბოასაგან იმავე რაოდენობის გასამრჯელოს (და ხშირად მეტსაც) იღებდა, რასაც ესპანელი კონკისკადორი გასცემდა თავის ჯარისკაცებზე. ამას ადასტურებს ისიც, რომ ერთხელ ბალბოას ბრძანებით „ლეონსიკოს” წილი 500 ოქროს პესეტა აჰკიდეს. – (ავტორი გენია.ჯი)
ბალბოა