დემოკრიტე – „ეპიზოდი”
ატომიზმისა და მატერიალური ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დიდი ძველ ბერძენი ფილოსოფოსი – დემოკრიტე (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები), ძალიან უცნაური თვისებების მატარებელი სწავლული იყო, რის გამოც მისი ბიოგრაფია მრავალი საინტერესო ცხოვრებისული ეპიზოდისაგან არის შედგენილი. (ავტორი გენია.ჯი) დემოკრიტეს უცნაურობები ყოვლად გაუგებარი იყო მისი თანამედროვეებისათვის, რის გამოც მას ხშირად „შეშლილად” და „გონებაჩამორჩენილად” მიიჩნევდნენ. ცნობილია, რომ დემოკრიტე ხშირად გადიოდა ქალაქიდან, რათა იქაური ცხოვრების ციებ-ცხელებას გაშორებოდა და მყუდროებისთვის მიეცა თავი. ერთადერთი ადგილი, სადაც ამ დროს ბერძენი ფილოსოფოსი მყუდროებას პოულობდა, ქალაქის სიახლოვეს არსებული სასაფლაო იყო. უძველესი სასაფლაოს სამარისებულ მყუდროებაში დემოკრიტე საათობით ეძლეოდა განსჯებს. და ამ დროს, თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, მოულოდნელად, ფილოსოფოსი ჰომერულ სიცილს იწყებდა. ყოვლად უადგილო ჰომერული სიცილი მას სხვა ადგილებშიც, მაგალითად, ხალხმრავალ ადგილებშიც ახასითებდა. მასში ჰომერულ სიცილს იწვევდა ადამიანთა ყოველდღიური წვრილმანი საზრუნავი, რომელიც მსოფლიო წესრიგთან შედარებით არარაობა იყო. თანამოქალაქეებმა დემოკრიტეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი შეიტანეს, რის გამოც მის მშობლიურ ქალაქ აბდერაში თვით „მედიცინის მამად” წოდებული გენიალური ძველ ბერძენი ექიმ – ჰიპოკრატე იქნა მიწვეული. ანტიკური მედიცინის რეფორმატორმა მიწვევა მიიღო და აბდერაში ჩავიდა. საგულდაგულო სამედიცინო შემოწმების შედეგად ჰიპოკრატემ დააგინა, რომ დემოკრიტე, როგორც ფისიქურად, ისევ ფიზიკურად, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი იყო. გარდა ამისა, ჰიპოკრატემ შენიშნა ისიც, რომ დემოკრიტე ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ადამიანი იყო, ვინც კი მას ოდესმე შეხვედრია. – (ავტორი გენია.ჯი)