ურალის მთები – „ეპიზოდი”
კარის ზღვის ნაპირებიდან მდინარე ურალის ხეობის განედურ მონაკვეთამდე 2 500 კილომეტრ სიგრძეზე გადაჭიმული მთათა სისტემის – ურალის მთების შესახებ პირველი ინფორმაცია ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნეში მოღვაწე „სასწაულთმოქმედად” წოდებულმა დიდმა ძველ ბერძენმა პოეტმა და მოგზაურმა – არისტეას პროკონესოსელმა მოგვაწოდა. (ავტორი გენია.ჯი) რუსეთსა და ყაზახეთში არსებული მთათა სისტემა პოეტმა თავის პოემაში – „არისმაპიკური ლექსები” მოიხსენია. სამწუხაროდ, აღნიშნულ პოემას ჩვენამდე არ მოუღწევია. ურალის მთები, რომელიც სპეციალისტების მტკიცებით 600 მილიონი წლის წინ წარმოიშვა, პირველად რუკაზე დატანილი იქნა გენიალური ალექსანდრიელი გეოგრაფისა და ასტრონომის – კლაუდიუს პტოლემეს მიერ II საუკუნეში. გარდა ამისა, ეს უზარმაზარ სიგრძეზე გადაჭიმული მთები აღწერილი აქვს თავის ნაშრომებში დიდ არაბ გეოგრაფსა და მოგზაურს – ამიუსსაც. პირველი რუსი ეროვნების ადამიანი, რომელმაც ურალის მთები მოიხსენია და აღწერა, სახელოვანი რუსი გეოგრაფი და ისტორიკოსი – ვასილი ტატიშევი (1686-1750 წლები) იყო. თათრულ ენაზე „ურალი” – „ქვის სარტყელს” აღნიშნავს და შესაბამისად, ადგილობრივები მათ „ქვის სარტყლის მთებად” მოიხსენიებს.
2 500 კილომეტრ სიგრძეზე გადაჭიმული მთების სიგანე 40 კილომეტრიდან 160 კილომეტრამდე მერყეობს. მასზე მრავლად გვხვდება ტბები, რომელთა რაოდენობაც – 3 327 შეადგენს. ყველაზე ღრმა ტბის სიღრმე 136 მეტრია. ურალის მთების ყველაზე მაღალ პიკად ზღვის დონიდან 1895 მეტრ სიმაღლეზე აზიდული „სახალხო მთაა” მიჩნეული. საშუალო სიმაღლე კი ამ უნიკალური ფლორისა და ფაუნის მქონე მთათა სისტემისა – 800 მეტრს აღწევს.