ეშტონ კაჩერი – „ძმა ძმისთვისაო”…
სახელგანთქმული ამერიკელი მსახიობისა და პროდიუსერის – კრისტოფერ ეშტონ კაჩერის ტყუპისცალი ძმა – მაიკლი, რომლის მიმართაც განსაკუთრებული სიყვარული გააჩნია მას და რომლის მიმართაც დღემდე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს იგი, პატარაობიდანვე გულის საშინელი დაავადებით იტანჯებოდა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, 13 წლის ასაკში მყოფი მაიკლი კარდიომიოპათიის საშინელი დაავადების დიაგნოზით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ერთადერთი გზა მაიკლის გადარჩენისა, გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაციის ჩატარებაზე გადიოდა. მედიკოსები ოპერაციისთვის მზად იყვნენ, მაგრამ ვერ მოიძებნა დონორი, რომლის გულსაც მაიკლს გადაუნერგავდნენ. დრო გადიოდა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დღითი დღე უარესდებოდა. საყვარელი ძმის უიმედო მდგომარეობით სასოწარკვეთილმა კრისტოფერმა სხვა გამოსავალი რომ ვერ ნახა, საავადმყოფოს აივნიდან გადახტომით სუიციდის ჩადენა სცადა. თუმცა, საბედნიეროდ, 13 წლის მოზარდი ამ საშინელ აქტს მცირეოდენი ტრამვებით გადაურჩა. ყველაზე მრავლისმეტყველი ამ ისტორიაში გახლდათ მიზეზი იმისა, რამაც ეშტონს თვითმკვლელობა აიძულა: როგორც გაირკვა, კრისტოფერს სურდა ამ მეთოდით თავადვე გაეწვია გულის დონორობა ძმისთვის.
P.S. ეშტონ კაჩერის საავადმყოფოს აივნიდან გადმოხტომიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ გული, რომელიც მაიკლისათვის უნდა გადაენერგათ, უკვე გზაში იყო. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. – (ავტორი გენია.ჯი)
ეშტონი და მაიკლი