„ქალი”
„მამაკაცი ბევრჯერ მინახავს ქალის ფეხქვეშ დამხობილი და დაჩოქილი. მერე, რა? გემუდარება, გეაჯება, გიმტკიცებს, რომ შენა ხარ ღვთაება, მზე და მთვარე. უშენოდ სიცოცხლე არ შეუძლია და, ვინ იტყვის, კიდევ რანაირად შეგამკობს, ისე მიაღეწვს საწადელს, მერე არხეინად გადაბრუნდება მეორე გვერდზე და არც კი ახსოვს ის, ვისთვისაც თავს დებდა ამ ერთი საათის წინათ. ასე უსამართლოდაა განაწილებული ეს როლები, და ამიტომ არც არავინ ენდობა ასე ადვილად ხშირად ყალბი სამიჯნურო სიტყვების კორიანტელს… ვერც ერთ საქმეში ვერ აღმოაჩენთ იმდენ თვალთმაქცობას და ორპირობას, რამდენსაც ქალ-ვაჟების მიჯნურობის თამაშში. ეს ყოველმა დაკვირვებულმა ქალმა იცის და მაინც რომ ებმება ამ მახეში? აი, რა არის საკითხავი და აუხსნელი ჩემი აზრით. ქალია, ქალი თავის მტერი, მხოლოდ ისაა ყველაფერში დამნაშავე”. – (ავტორი გენია.ჯი)