იფუგაოს ხალხი – „ეპიზოდი”
ფილიპინების რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ ლუსონის ჩრდილოეთში მაცხოვრებელი – იფუგაოს ხალხი, რომელიც ფილიპინების მთიანეთში მაცხოვრებელ ხალხს შორის ყველაზე კარგად არის შესწავლილი, უამრავი უცნაური და უნიკალური ტრადიციით იწონებს თავს. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად, ამ მთის ხალხს გააჩნია ერთობ უჩვეულო სახის დაკრძალვის ცერემონიალი, რომელიც სრულიად დამოკიდებულია გარდაცვლილი პერსონის წარმატებულ საზოგადოებრივ ავტორიტეტზე (მდგომარეობაზ) და მისი გარდაცვალების მიზეზებზე. იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილი ღირსეული ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში, მაშინ მის ცხედარს აჯენენ სპეციალურად დამზადებულ სავარძელში, რომელსაც 13-15 დღის განმავლობაში მისივე საცხოვრებელი სახლის წინ ანთავსებენ. თუ გარდაცვლილის ავტორიტეტი შებღალულია, მაშინ მის ცხედარს მხოლოდ ორი-სამი დღით ტოვებენ სახლის წინ სავარძელში მჯდომიარე მდგომარეობაში. ზემოაღნიშნული პერიოდების გასვლის შემდეგ, მიცვალებულს კვლავაც მჯდომიარე მდგომარეობაში ანთავსებენ საფლავში და, რაც ყველაზე საინტერესოა, არის ის, რომ იფუგაოს ხალხი, რაოდენ დიდი ავტორიტეტითაც არ უნდა სარგებლობდეს საზოგადოებაში მიცვალებული, მის საფლავს, წესისამებრ, მიწით კი არა, ქვით ავსებს… – (ავტორი გენია.ჯი)