რაში სდებდა ბრალს ივანე გონჩაროვი ივანე ტურგენევს?
ცნობილ რუს მწერალსა და კრიტიკოსს - ივანე გონჩაროვს (1812-1891 წლები) დიდი ხნის მანძილზე ახლო მეგობრობა აკავშირებდა გამოჩენილ რუს მწერალთან – ივანე ტურგენევთან. (ავტორი გენია.ჯი) „ჩვეულებრივი ისტორიის” ავტორი ქვეყნიერებას მოევლინა სწორედ იმ წელს, როდესაც ნაპოლეონ ბონაპარტის არმია შეიჭრა რუსეთში, ხოლო ვენესუელის დედაქალაქი – კარაკასი კი, პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა საშინელი შედეგების მომტანმა მიწისძვრამ. თუმცა, გონცაროვის დაბადების წელი მხოლოდ უარყოფითი მოვლენებით არ იყო გამორცეული, რადგან სწორედ იმ წელს დაიბადა გენიალური ინგლისელი მწერალი – ჩარლზ დიკენსი.
გონჩაროვისა და ტურგენევის ხანგრძლივ ახლო მეგობრობას პირველი მათგანის ეჭვებმა დაუსვა წერტილი. გონჩაროვი, რატომღაც, თავის მეგობარს ყოველთვის ადანაშაულებდა ინტელექტუალურ ქურდობაში. „ჩვეულებრივი ისტორიის” ტრილოგიის გამოქვეყნებამდე 14 წლით ადრე, ივანე გონჩაროვმა ტურგენევს აღნიშნული ნაწარმოების რამდენიმე თავი გააცნო. 1856 წელს ტურგენევმა გამოაქვეყნა რომანი, სახელწოდებით – „აზნაურთა ბუდე”, რომელშიაც მისმა მეგობარმა მწერალმა თავისი ლიტერატურული ტრილოგიის გავლენა იგრძნო. შედეგად, გონჩაროვმა ტურგენევი პლაგიატსა და ინტელექტუალურ ქურდობაში დაადანაშაულა. ამას თან დაერთო ტურგენევის სხვა ქმნილების – „გაზაფხულის ნიღვრების” გამოქყენება, რამაც კიდევ უფრო განუმტკიცა ეჭვი გონჩაროვს. მასში ლიტერატორმა „ჩვეულებრივი ისტორიიდან” ამოღებული შტრიხები ამოიცნო. ის კი არა და, ივანე გონჩაროვი იმასაც კი ეჭვობდა, „ჩვეულებრივი ისტორიის” სიუჟეტები ტურგენევმა გენიალურ ფრანგ მწერალს – გუსტავ ფლობერს მიჰყიდა და სწორედ ამის გავლენით დაწერა მან „მადამ ბოვარი” და „გრძნობების აღზრდა”-ო. ყოფილ მეგობრებს შორის იმდენად დაიძაბა ურთიერთობა, რომ ისინი დუელის ზღვრამდეც კი მივიდნენ. თუმცა საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც მშვიდობიანად დამთავრდა. თუმცა, არ შერიგებულან. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე ტურგენევი