Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ოჯახი დიდი რამ არის, დიდი და რთული რამ. ხშირად გარეგნულად ერთი გვეჩვენება, ნამდვილში კი არავინ ჩაგვახედებს. ამიტომ ყველა საიდუმლო ოჯახისა ცოლ-ქმრის კისერზეა… ცოლ-ქმარი – ეს სიტყვა დიდებულად ჟღერს და კარგად გამოგონილი რამ არის, როცა სრული გაგებაა და ურთიერთშეცნობა და სწორედ აქ იწყება სირთულეც. ადამიანები ხშირად ისე უღლდებიან, რომ მათ ერთი სული არ უდგათ და ერთი ხორცი არ აქვთ. ეს ხდება ტრაგედიის მიზეზი. ეს განსხვავებული სულები, ნათესავ სულთა ძებნაში, ფარულად თუ აშკარად, ვინ იცის, რას არ სჩადიან. ასეთი ოჯახი ცივია, მას ვერც შვილები გაათბობენ და ვერც შვილიშვილები. ამაოა, ამაო მერე ყველაფერი. ამიტომ სჭირდება დიდი დაკვირვება და ფიქრი ოჯახის საკითხს და ამ საქმეში გარედან ჩარევა დიდი ცოდვა არის”.